ბასტიან შვაინშტაიგერი: მალე მწყობრში ჩავდგები

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა საკუთარი ტრავმის შესახებ ისაუბრა.

"ყველა სავარჯიშოს კარგად ვასრულებ და თავს კარგად ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ბოლომდე მზად ვიქნები.

მოთმინებით უნდა ვიყო და ნაბიჯ-ნაბიჯ აღვიდგინო ფორმა.

საქმეების განვითარებით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, მომავალში უფრო კარგად იქნება ყველაფერი.

ვიცი, რა შემიძლია, როცა ჯანმრთელი ვარ და ფორმაში ვიმყოფები. ამიტომ მშვიდად ვარ",
- თქვა შვაინშტაიგერმა.

მომზადებულია fcbayern.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული