ტრანსფერის ინიციატორი "ბუნდესგუნდის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა, რომელიც 26 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობებს კარგად იცნობს.
თუმცა გერმანელებს ესპანელი ფეხბურთელის შეძენა გაუჭირდებათ, რადგან პიკემ "ბარსელონასთან" კონტრაქტის 2018 წლამდე გახანგრძლივების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.
მიმდინარე სეზონში პიკემ ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე 22 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.