გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტური: იჩხუბეს თუ არა გვარდიოლამ და რობენმა? [VIDEO]

AutoSharing Option
2013 წელს "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა დაიწუწუნა, ჩემპიონობა ასეთ სიცივეში ჯერ არასდროს მიზეიმიაო. გეხსომებათ: შარშან მიუნხენურმა გრანდმა გერმანიის ჩემპიონის ტიტული აპრილის დასაწყისში გაინაღდა და იმ დღეს მიუნხენში 6.3 გრადუსი იყო. ახლა კი დიდი შანსია, რომ ხოსეპ გვარდიოლამ "დონ იუპს" "გადაუჯოკროს"! ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში საქმეები ისე მიდის, რომ შესაძლოა, "ბაიერნმა" "ვერცხლის სინი" თოვლში გაინაღდოს - რეალურია, რომ ეს მარტშივე მოხდეს.

საჩემპიონო ინტრიგისთვის ყველაზე ცუდი ის არის, რომ "ბაიერნის" კონკურენტები ერთმანეთის მიყოლებით ეცემიან. მეორე წრე ახლაღა დაიწყო და რეკორდმაისტერს უკვე 10-ქულიანი
უპირატესობა აქვს და თანაც, მიუნხენელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული (ოთხშაბათს "შტუტგარტს" სტუმრობენ).

"ბაიერნისთვის" წინააღმდეგობის გაწევა ვერც მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" შეძლო. არადა, ლუსიენ ფავრის გუნდი მთელი პირველი წრე ძალიან კარგად გამოიყურებოდა და საფეხბურთო გერმანიას იმედი ჰქონდა, რომ მიონხენგლადბახელები ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ინტრიგას დააბრუნებდნენ, მაგრამ...

მეორე წრის პირველივე ტურში ჩაფლავდა ნაქები "ვოლფსბურგიც". მიუხედავად კევინ დე ბრუინის ტრანსფერისა, რომელიც "მგლებმა" ლონდონის "ჩელსიდან" 17.5 მილიონ ევროდ შეიძინეს, "ვოლფსბურგმა" სეზონის მეორე ნახევარი საკუთარ მოედანზე "ჰანოვერთან" მარცხით (1:3) დაიწყო - იმ "ჰანოვერთან", რომელსაც აქამდე სტუმრად მოგება კი არა, ფრეც არ ჰქონდა!

როგორც ჩანს, "წითლებში" ეფექტი ახალმა მწვრთნელმა, თურქმა სპეციალისტმა ტაიფუნმა მოახდინა.

დამარცხდა "ბაიერნის" უახლოესი მდევარი "ლევერკუზენიც". სამი ჰიიპიას შეგირდებმა ფრაიბურგში პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში ორი გოლი მიიღეს, დამარცხდნენ და "ბაიერნს" 10 ქულით დაწინაურების უფლება მისცეს.

დორტმუნდი? "დორტმუნდს" რაღა დაემართა? იურგენ კლოპის გუნდმა საკუთარ მოედანზე "აუგსბურგის" დამარცხება ვერ შეძლო (2:2), თუმცა ხომ ვამბობდით, რომ "აუგსბურგი" ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის?

"ბორუსიამ" პირველ წრეში წამყვან ფეხბურთელებთან ერთად სიმსუბუქეც რომ დაკარგა, ამას ყველა ამჩნევდა და ასეთ რამეს გუნდები მალე ვერ იბრუნებენ ხოლმე. თანაც, "აუგსბურგთან" დორტმუნდელებს კიდევ ერთი ლიდერი დაუშავდათ - იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ მყესები გაიწყვიტა და "ბორუსიას" თვეების განმავლობაში ვეღარ დაეხმარება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კლოპის გუნდის კრიზისი გაღრმავდება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბაიერნის" მდევრების უბედურება სუსტი გუნდების ბედნიერებაა: "ფრაიბურგმა", "აუგსბურგმა" და "ჰანოვერმა" დაამტკიცეს, რომ "ბაიერნის" გარდა, ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ. "ნიურნბერგმა" კი სეზონში პირველი თამაში მოიგო!

"შალკე" გამოცოცხლდა: გელზენკირხენულ კლუბს კლაას-იან ჰუნტელაარის დაბრუნება დაეტყო - "ხუმარებმა" 26 იანვარს ჰამბურგიდან სამი ქულა წაიღეს (3:0) და ევროტურნირების საგზურებისთვის ბრძოლაში დაბრუნდნენ. თუმცა ამჟამინდელი ბუნდესლიგის ინტრიგაც სულ ესაა - "ბაიერნს" ხომ მართლა ვეღარავინ დაეწევა.

იჩხუბეს თუ არა გვარდიოლამ და რობენმა?
იმ დროს, როცა მიუნხენური გრანდი სპორტული თვალსაზრისით ქვას ქვაზე არ ტოვებს, ჩვენს გერმანელ კოლეგებს ისღა დარჩენიათ, ინტრიგა მოედანს მიღმა ეძებონ. "გლადბახთან" მატჩის შემდეგ გაზეთი "ბილდი" ირწმუნებოდა, ხოსეპ გვარდიოლასა და არიენ რობენს შორის შავმა კატამ გაირბინაო. რა მოხდა სინამდვილეში?

ეჭვი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ როცა პეპს ჰოლანდიელი მოედანზე შეჰყავდა (ეს 79-ე წუთზე მოხდა), ესპანელმა რობენს აშკარად შეუტია და ფაქტობრივად, უყვიროდა. ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, გვარდიოლას მოეჩვენა, რომ ჰოლანდიელი სპორტულ ტანსაცმელს ძალიან ნელა იხდიდაო - ნუთუ რობენი იმის გამო იყო უკმაყოფილო, რომ გვარდიოლამ მისი მოედანზე შეშვება მხოლოდ 79-ე წუთზეღა გადაწყვიტა?

მატჩისშემდგომ კომენტარებში რობენმა მწვრთნელთან უთანხმოება უარყო. სამაგიეროდ, უთანხმოებას არ უარყოფდა რეკორდმაისტერის ხორვატი გოლეადორი მარიო მანჯუკიჩი, რომელიც "გლადბახთან" განაცხადშიც კი არ ყოფილა. "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ამბობს, მანჯუკიჩმა ვარჯიშებზე იზარმაცა და ამიტომაც ვერ მოხვდა განაცხადშიო. კვირას ხორვატმა რეზერვისტების ვარჯიშზე ექვსი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ის თვით გვარდიოლამაც შეაქო და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ბაიერნის" საუკეთესო ბომბარდირი ოთხშაბათს, "შტუტგარტთან" ისევ განაცხადში იქნება.

მოიესმა კროოსი ნახა
აღსანიშნავია, რომ "გლადბახისა" და "ბაიერნის" მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი დაესწრო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "იუნაიტედის" თავკაცს ბავარიელთა 24 წლის ნახევარმცველი ტონი კროოსი აინტერესებს. საქმე იმაშია, რომ ამ უკანასკნელს "ბაიერნთან" ახალი ხელშეკრულება ჯერაც არ გაუფორმებია, აქტუალურ კონტრაქტს კი ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება. კროოსის გარდა, ასეთი მოკლევადიანი კონტრაქტი ახლა მხოლოდ რობენს აქვს. ბავარიელებმა უკვე გაუგრძელეს ხელშეკრულებები ბოატენგს, ალაბასა და რაფინიას.

"შპორტ ბილდის" ცნობით, კროოსი ხელფასის გაორმაგებას ითხოვს, ამჟამად კი მისი ჯამაგირი წელიწადში 4 მილიონი ევროა.

ბუნდესლიგა. XVIII ტური

გლადბახი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 გიოტცე (7), 0:2 თ. მიულერი (53-პენ)
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - კორბი, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - კრამერი, ჯაკა - ჰერმანი (75. ჰრგოტა), არანგო - რაფაელი - მ. კრუზე.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - თ. მიულერი, ტიაგო ალკანტარა, ტ. კროოსი (87. ჰოიბერგი), შაჩირი (79. რობენი) - გიოტცე (81. პისარო).
გაფრთხილება: ვენდტი, კრამერი - ტ. კროოსი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 10(5)-24(13); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 54 010

დორტმუნდი-აუგსბურგი 2:2
გოლები: 1:0 ს. ბენდერი (6), 1:1 ს. ბენდერი (56-საკ. კარში), 2:1 ნ. შაჰინი (66), 2:2 ჟი (72)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, ს. ბენდერი, სოკრატისი, შმელცერი - ნ. შაჰინი, კელი - ბლაშჩიკოვსკი (6. ობამეიანგი), მხითარიანი (84. შიბერი), როისი - ლევანდოვსკი.
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი, ჰალილ ალთინთოფი (35. მილიკი/88. ჰონგი), ტო. ვერნერი - ბობადილია (70. ჟი).
გაფრთხილება: ს. ბენდერი, სოკრატისი - ჰანი, ტო. ვერნერი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 17-25; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18(4)-6(1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 80 645

შტუტგარტი-მაინცი 1:2
გოლები: 1:0 აბდელაუ (11), 1:1 ოკაზაკი (40), 1:2 სალერი (87)
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - გ. საკაი, შვააბი, რიუდიგერი, რაუში - ლაიტნერი, გენტნერი - ჰარნიკი (64. ტრაორე), მაქსიმი (64. ტი. ვერნერი) - იბიშევიჩი, აბდელაუ.
მაინცი (4-1-2-1-2): კარიუსი - პოსპეხი, ბელი, ნოვესკი, პარკი - გაისი - მორიტცი (83. სალერი), სოტო (59. ჟუნიორი) - მალი (59. კოო) - ნ. მიულერი, ოკაზაკი.
გაფრთხილება: ლაიტნერი - ნოვესკი, პოსპეხი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 14(5)-10(4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 38 000

ვოლფსბურგი-ჰანოვერი 1:3
გოლები: 0:1 რუდნევსი (28), 1:1 ოლიჩი (35), 1:2 ბიტენკური (50), 1:3 ბიტენკური (72)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში (61. პერიშიჩი), ნალდო, კნოხე, როდრიგესი - მედოიევიჩი, ლუის გუსტავო - დე ბრუინი, არნოლდი, დიეგო - ოლიჩი (69. დოსტი).
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, ჰოფმანი, კ. შულცი - შმიდებახი, შტინდლი - ჰუსტი (83. ანდრეასენი), ბიტენკური (89. პრიბი) - მ. დიუფი, რუდნევსი (93. შლაუდრაფი).
გაფრთხილება: ტრეში, არნოლდი - ჰ. საკაი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 24(8)-10(6); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 28 139

ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი 4:0
გოლები: 1:0 ჩენდლერი (23), 2:0 დრმიჩი (41), 3:0 გინჩეკი (49), 4:0 დრმიჩი (70)
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი (55. პეტრაკი), პინოლა, პლატენჰარდტი - ფრანტცი - დრმიჩი, ფოილნერი, კიოტაკე (79. გებჰარტი), ჰლუშეკი - გინჩეკი (77. პეკჰარტი).
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, ზიულე, ვესტერგაარდი, ფ. ჯონსონი (46. ტოლიანი) - პოლანსკი (66. მოდესტე), რუდი - ჰამადი, რობერტო ფირმინო, ელიუნუსი (54. ფოლანდი) - შიპლოკი.
გაფრთხილება: ჩენდლერი - რობერტო ფირმინო, მოდესტე, რუდი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 19-25; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 16(7)-12(4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 36 079

ფრაიბურგი-ლევერკუზენი 3:2
გოლები: 0:1 ლ. ბენდერი (4), 1:1 მეჰმედი (27), 1:2 როლფესი (35), 2:2 შმიდი (53), 3:2 კლაუსი (90)
ფრაიბურგი (4-2-3-1): ბაუმანი - მუიჯა, კრმასი, ჰიონი, ზორგი - გინტერი, ფერნანდესი - შმიდი, დარიდა (93. შუსტერი), პილარი (46. კლაუსი) - მეჰმედი (92. ჰანკე).
ლევერკუზენი (4-3-2-1): ლენო - დონატი, რაინარტცი, თოფრაქი, ბიონიში - ლ. ბენდერი, როლფესი, ჩანი - კასტრო, სონი (83. რიუ) - კისლინგი (71. დერდიოკი).
გაფრთხილება: ზორგი, პილარი - რაინარტცი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 13(5)-15(8); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 22 100

აინტრახტი-ჰერტა 1:0
გოლი: 1:0 ა. მაიერი (36)
აინტრახტი (4-2-2-1-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, რუსი, ჯაპკა - შვეგლერი, როდე - აიგნერი (74. ხოსელუ), ინუი (56. შრიოკი) - ა. მაიერი - როზენტალი (85. მადლუნგი).
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ლუსტენბერგერი, ს. ლანგკამპი, ვან დერ ბერგი - ნიმაიერი, ჰოსოგაი (73. კობიაშვილი) - ალაგუი, სკიელბრედი (78. ვაგნერი), ნ. შულცი (56. რონი) - რამოსი.
გაფრთხილება: სამბრანო, შვეგლერი - რამოსი, რონი, სკიელბრედი
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 20-23; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 5(1)-7(2); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 41 600

ვერდერი-ბრაუნშვაიგი 0:0
ვერდერი (4-2-3-1): ვოლფი - გებრე სელასიე, პრიოდლი, კალდიროლა, გარსია - ფ. კროოსი, ბარგფრედე - ელია, ჰანტი, იუნუზოვიჩი (82. იოზ. ილდირიმი) - პეტერსენი.
ბრაუნშვაიგი (4-1-2-2-1): დავარი - კესელი, ბიჩაქჩიჩი, დოგანი, რაიხელი - თოიერკაუფი - პფიტცნერი (77. ბელარაბი), ნილსენი - ელაბდელაუი, ბოლანდი - ადემი.
გაფრთხილება: გარსია, ფ. კროოსი - პფიტცნერი, თოიერკაუფი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 12(3)-7(2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 41 040

ჰამბურგი-შალკე 0:3
გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (34), 0:2 ფარფანი (53), 0:3 მ. მაიერი (56)
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - ლამი (32. დიკმაიერი), თაა, ვესტერმანი, იანსენი - ბადელი, არსლანი - ილიჩევიჩი (65. ზუა), ვან დერ ვაარტი, ჩალჰანოღლუ - ლასოგა (24. ჯონი).
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - უჩიდა (81. ჰუგლანდი), მატიპი, ფელიპე სანტანა, კოლასინაცი - კ. ბოატენგი, ნოიშტედტერი - ფარფანი, მ. მაიერი, ფუხსი (75. გორეტცკა) - ჰუნტელაარი (73. სალაი).
გაფრთხილება: უჩიდა, ჰუნტელაარი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 9-23; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 11(3)-12(9); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 49 457

მომდევნო ტური
31 იანვარი:
ბრაუნშვაიგი-დორტმუნდი.
1 თებერვალი:
შალკე-ვოლფსბურგი, ლევერკუზენი-შტუტგარტი, ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი, მაინცი-ფრაიბურგი, აუგსბურგი-ვერდერი, ჰანოვერი-გლადბახი.
2 თებერვალი:
ჰერტა-ნიურნბერგი, ბაიერნი-აინტრახტი.

ბომბარდირები: 11 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), ადრიან რამოსი (ჰერტა); 10 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 9 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), შინჯი ოკაზაკი (მაინცი), რაფაელი (გლადბახი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული