გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტურის წინ: ნახევარი ბუნდესლიგა ძრწის!

AutoSharing Option
"შტუტგარტთან" გადადებული მატჩი "ბაიერნმა" მოგებით შეავსო და მეორე ადგილზე მყოფ "ლევერკუზენს" უკვე 13 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუნხენური გრანდი, ფაქტობრივად, "დამკაშია გასული" - რეკორდმაისტერის ჩემპიონობას წყალი არ გაუვა.

ჩვენ კი ინტრიგა გვჭირდება, რომელიც ახლა ევროტურნირების საგზურებისთვის და გადარჩენისთვის ბრძოლაში უნდა ვეძებოთ.

ამ დროისთვის განსაკუთრებით დაძაბული ვითარება გადარჩენისთვის ბრძოლაშია, რადგან ეს ბრძოლა მეათე ადგილიდანვე იწყება.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში დროისთვის აუტსაიდერი "ბრაუნშვაიგია", რომელმაც პარასკევის მატჩში დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა და დამარცხდა - 1:2.

იურგენ კლოპის გუნდს გამარჯვება პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მოუტანა, რომელმაც
31-ე და 65-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. სტუმართა მეორე გოლამდე კი მასპინძლებს ქულის აღების იმედი ბენჯამინ კესელმა ჩაუსახა - 54-ე წუთზე მისი გოლით ანგარიში გათანაბრდა, თუმცა როგორც შემდგომში აღმოჩნდა, დროებით.

ჰუნტელაარმა "შალკეს" იმედის ნაპერწკალი გაუღვივა
ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ "შალკესა" და "ვოლფსბურგის" დაპირისპირებაა, რადგან ორივე ძალიან ამბიციური გუნდია და, რაც მთავარია, ბოლო დროს ორივე კარგად თამაშობს.

"შალკე" მე-17 ტურში, ჰამბურგში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებით (3:0) გამოცოცხლდა, რაც მეტწილად გამოჯანმრთელებული კლაას-იან ჰუნტელაარის დამსახურება გახლდათ. სწორედ ჰოლანდიელი გოლეადორის იმედი აქვთ გელზენკირხენელებს "ვოლფსბურგთან" პრინციპულ დუელშიც, რომლის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

იქ მოხვედრა ვოლფსბურგელებსაც ძალიან უნდათ და ამისათვის ფულსაც არ იშურებენ (გაიხსენეთ დე ბრუინის ტრანსფერი), მაგრამ "მგლებმა" მეორე წრე "ჰანოვერთან" წაგებით (1:3) დაიწყეს და ხასიათი წაუხდათ.

ეშველება "ლევერკუზენს"?
"ლევერკუზენი" მეორე ადგილს კი ინარჩუნებს, მაგრამ სამი ჰიიპიას გუნდიც კრიზისშია - "ფარმაცევტებმა" ზედიზედ სამი მარცხი იწვნიეს და მეორე პოზიციაზე მხოლოდ იმიტომ დარჩნენ, რომ კონკურენტებიც სცოდავდნენ.

შტეფან კისლინგი და კომპანია ვითარების გამოსწორებას "შტუტგარტთან" შეხვედრაში გეგმავენ და იმედი აქვთ, რომ შვაბები "ბაიერნთან" გადატანილი ომის შემდეგ გადაღლილები იქნებიან.

მიუხედავად იმისა, რომ შვაბების დამრიგებელ თომას შნაიდერს ამის გაგონებაც არ უნდა, თავად "შტუტგარტი" გადარჩენისთვის ბრძოლაშია ჩაბმული.

"ჰამბურგში" ახალი არაფერია
სახელოვანი გუნდებიდან კი ყველაზე მეტად "ჰამბურგს" უჭირს, რომელიც ამ ტურში კიდევ ერთ "ბედოვლათს", "ჰოფენჰაიმს" ხვდება.

წინა ტურში ორივე განადგურდა: "ჰოფემ" "ნიურნბერგთან" 0:4 წააგო, "ჰამბურგი" კი "შალკესთან" 0:3 დამარცხდა. ახლა კი ერთმანეთს ხვდებიან და ამ მატჩს ორივესთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით. ყველამ იცის, რასაც ნიშნავს მე-16 ადგილზე ყოფნა,
" - ეს "ჰამბურგის" მცველ ჰაიკო ვესტერმანის სიტყვებია.

"ბაიერნი" კვირას, ფრანკფურტში
"ბაიერნი" კი კვირას, ტურის უკანასკნელ შეხვედრაში თამაშობს - ბავარიელები ფრანკფურტის "აინტრახტს" სტუმრობენ.

"შტუტგარტთან" გამარჯვებით რეკორდმაისტერმა მორიგი რეკორდი დაამყარა: 18 ტურის შემდეგ 16 მოგება ბუნდესლიგაში აქამდე არავის ჰქონია და 18 ტურის შემდეგ 13-ქულიანი უპირატესობით პირველ ადგილზე აქამდე არავინ ყოფილა. გაგახსენებთ იმასაც, რომ "ბაიერნს" უკვე 43-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

სხვადასხვა გუნდმა "ბაიერნის" წინააღმდეგ მატჩებში, ფაქტობრივად, ყველანაირ მეთოდს მიმართა, მაგრამ არცერთი რეცეპტი არ ამართლებს. შესაბამისად, "აინტრახტი" მხოლოდ იმის იმედად თუ იქნება, რომ თავად მიუნხენელები იქნებიან ცუდ ხასიათზე და იქნებ ფრანკფურტელებს რამე დაუთმონ...

გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტური
31 იანვარი
ბრაუნშვაიგი-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 ობამეიანგი (31), 1:1 კესელი (54), 1:2 ობამეიანგი (65).

1-ლი თებერვალი. გელზენკირხენი. "აუფ შალკე". 18:30
შალკე-ვოლფსბურგი
დისკვალიფიკაცია: უჩიდა (შალკე)
ტრავმა: აოგო, კირხჰოფი, კლემენსი, დრაქსლერი, ჰიოგერი, ჯონსი - მედოიევიჩი, პოლაკი, ვიეირინია
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +10=13-10, (46:42)
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ფელიპე სანტანა, მატიპი, კოლასინაცი - კ. ბოატენგი, ნოიშტედტერი - ფარფანი, მ. მაიერი, ფუხსი - ჰუნტელაარი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - არნოლდი, ლუის გუსტავო - დიეგო, დე ბრუინი, დ. კალიჯური - ოლიჩი.

1-ლი თებერვალი
ლევერკუზენი-შტუტგარტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლომბი, კრუსი - დიდავი, გენტნერი, კვისტი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 69 თამაში: +29=18-92, (113:92)

ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: თესკერი, ვუკჩევიჩი - ადლერი, ჯურუ, ლამი, დემირბაი, ბაისტერი, ლასოგა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +4=2-5, (19:13)

მაინცი-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფათი, ბაუმგარტლინგერი, დ. შაჰინი - ფრაისი, ტერაცინო
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +6=3-2, (19:8)

აუგსბურგი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ამსიფი, ჰიტცი, მორავეკი, აქინი - ფრიტცი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2=2-1, (6:4)

ჰანოვერი-გლადბახი 21:30
დისკვალიფიკაცია: ჰ. საკაი (ჰანოვერი)
ტრავმა: ჩერუნდოლო, ფელიპე, პანდერი, ა. ზობიეხი, ია კონანი - ბრუვერსი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +13=8-26, (66:88)

2 თებერვალი
ჰერტა-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბრუკსი, ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი - მარკოს ანტონიო, ნილსონი, პოგატეცი, ბალიჩი, ჰასებე, შტარკი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +13=5-13, (50:44)

ბაიერნი-აინტრახტი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადშტუბერი, შვაინშტაიგერი - ჩელოცი, ოჩიპკა, კიტელი, შტენდერა
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 85 თამაში: +44=20-21, (160:110)

ბომბარდირები:
11 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), ადრიან რამოსი (ჰერტა); 10 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 9 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), შინჯი ოკაზაკი (მაინცი), რაფაელი (გლადბახი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული