სეზონის მეორე ნახევარი "ვოლფსბურგმა" ორი მარცხით დაიწყო. არადა, "მგლებმა" სატრანსფერიო პერიოდში ჯიბეზე გვარიანად გაიკრეს ხელი და ახლა გაურკვევლობაში არიან: დიეგო წავიდა, კალიჯური დისკვალიფიცირებულია, ძვირადღირებული ახალწვეული დე ბრუინი კი იმედებს ჯერ ვერ ამართლებს.
ასე რომ, მწვრთნელ დიტერ ჰეკინგს ძირითად შემადგენლობაში შეფერის, ჟუნიორ მალანდას ან ტრეშის დაბრუნება მოუწევს.
"ვოლფსბურგის" მეტოქე ამ ტურში "მაინცია" - გუნდი, რომელმაც მეორე წრე ორი მოგებით, ანუ, ძალიან კარგად დაიწყო. და საერთოდ: თომას ტუხელის გუნდს ზედიზედ სამი ტურია, ქულა არ დაუკარგავს.
მთლად "ჰამბურგივით" კატასტროფულში არა, მაგრამ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ბრემენის "ვერდერიც", რომელსაც ბოლო 8 ტურში ერთადერთი მოგება აქვს.
"ვერდერი" ბოლო დროს არაერთხელ ყოფილა კრიზისში, მაგრამ ახლა ყველაზე ცუდი ის არის, რომ უკეთესობის ნიშანწყალიც კი არ ჩანს. "მუსიკოსების" მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა უმუშევრად დარჩენის მოახლოვებული საფრთხე იგრძნო და მკვეთრი ნაბიჯები გადადგა - ფეხბურთელები ორშაბათს აღარ დაასვენა და შეგირდებს დორტმუნდის "ბორუსიასთან" განსაკუთრებული თავდადება მოსთხოვა.
დიდი შანსია, რომ "დორტმუნდთან" "ვერდერის" ძირითად შემადგენლობაში პირველად ვიხილოთ ახალწვეული ობრანიაკი.
დორტმუნდელებმა კი წინა ტურში შვებით ამოისუნთქეს - იურგენ კლოპის გუნდმა კრიზისი ბრაუნშვაიგში გამარჯვებით (2:1) დაასრულა. ეს მოგება დიდწილად პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამსახურება გახლდათ - ორივე გოლი მის ანგარიშზეა. აქვე შეგახსენებთ, რომ კლოპს მატს ჰუმელსი კიდევ ერთხელ დაუშავდა...
დაუცდება ფეხი "ბაიერნს"?
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, "ბაიერნთან" ერთად მეორე წრის საუკეთესო გუნდი ჯერჯერობით "ნიურნბერგია" - კლუბი, რომელსაც პირველი წრის შემდეგ ერთი მოგებაც კი არ ჰქონდა, სეზონის მეორე ნახევარი კი ზედიზედ ორი გამარჯვებით დაიწყო.
როგორც ჩანს, მწვრთნელ გერტიან ვერბეეკის შეცვლილმა ტაქტიკამ (აქტიური პრესინგი) შედეგი გამოიღო. თუმცა კაპიტანი რაფაელ შეფერი გულშემატკივრებს მოუწოდებს, ეიფორიის დრო არ არის.
"ბაიერნის" ფეხბურთელები ირწმუნებიან, რომ მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა, არ მოდუნდებიან - მათ ყველა თამაშის მოგება უნდათ.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენურ გრანდს ბუნდესლიგაში ამ დროისთვის 44-მატჩიანი (!) წაუგებელი სერია აქვს.
დაკარგავს "შალკე" ტალანტს?
18 წლის მაქს მაიერი "შალკეს" ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა და მიმდინარე სეზონში გელზენკირხენული კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
სწორედ ამის გამო გაუხანგრძლივეს მას კონტრაქტი 2018 წლამდე, მაგრამ როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იტყობინებიან, მაიერის ახალ ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს მაიერის შეძენა 25.5 მილიონ ევროდ შეუძლია.
"ბილდის" ცნობით, მაიერის გადაბირებით ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული.
ზამერი მეტ აგრესიას ითხოვს
მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნმა" სეზონის მეორე ნახევარიც იდეალურად დაიწყო, მიუნხენური გრანდის სპორტული დირექტორი მათიას ზამერი მაინც არაა ბოლომდე კმაყოფილი.
"ფეხბურთს მართლაც ძალიან კარგად ვთამაშობთ, მაგრამ მარტო ეს საკმარისი არ არის. გუნდები უკვე საკმაოდ აგრესიულად გვეთამაშებიან და თუ ჩვენც აგრესიითვე არ ვუპასუხებთ, მომავალში სასურველი შედეგების დაფიქსირება გაგვიჭირდება," - აცხადებს ზამერი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ზამერის თქმით, დაბალ ფეხბურთელებს მეტი სისწრაფე, სიჭკვიანე და სიფხილზე მოეთხოვებათ - ფაქტია, რომ მათიასი ფილიპ ლამს, ტიაგო ალკანტარას, ჯერდან შაჩირისა და მარიო გიოტცეს გულისხმობს.
გარდა ამისა, ზამერმა ისიც აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება ბასტიან შვაინშგაიგერის დაბრუნებას. ცნობისათვის, გუშინ შვაინიმ უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა.
გერმანია. ბუნდესლიგა. XX ტური
7 თებერვალი
გლადბახი-ლევერკუზენი 0:1
8 თებერვალი
ნიურნბერგი. "გრუნდიგ შტადიონი". 18:30
ნიურნბერგი-ბაიერნი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარკოს ანტონიო, პოგატეცი, ბალიჩი, ჰასებე, შტარკი - ბადშტუბერი, შვაინშტაიგერი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 59 თამაში: +11=12-36, (62:107)
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, პეტრაკი, პინოლა, პლატენჰარდტი - ფრანტცი - დრმიჩი, ფოილნერი, კიოტაკე, ჰლუშეკი - გინჩეკი.
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - რობენი, ტ. კროოსი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი - თ. მიულერი.
ვოლფსბურგი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: დ. კალიჯური - ნოვესკი
ტრავმა: მედოიევიჩი, პოლაკი, ვიეირინია - ფათი, ბაუმგარტლინგერი, დ. შაჰინი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +6=4-5, (24:28)
ვერდერი-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: გარსია (ვერდერი)
ტრავმა: ფრიტცი, ექიჩი - დურმი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, ბლაშჩიკოვსკი, გიუნდოგანი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 თამაში: +39=16-36, (150:136)
ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰედენსტადი, ფრაისი, ტერაცინო - თესკერი, ვუკჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +3=4-2, (15:13)
აინტრახტი-ბრაუნშვაიგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჩელოცი, კიტელი, შტენდერა - პერთელი, მ. კალიჯური, ერვიგ-დრიუპელი, კორტე, კრუპკე, იორლი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +16=7-18, (68:59)
ჰამბურგი-ჰერტა 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯურუ, მანსიენი, დემირბაი, ბაისტერი - ჰოლანდი, ბაუმიოჰანი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 თამაში: +25=13-23, (99:87)
9 თებერვალი
შტუტგარტი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიდავი, გენტნერი, როხასი - ჰიტცი, ჰოლცჰოიზერი, ექინი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=0-2, (8:8)
შალკე-ჰანოვერი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აოგო, ფუხსი, კირხჰოფი, კლემენსი, დრაქსლერი, ჰიოგერი - ჩერუნდოლო, ფელიპე, პანდერი, ა. ზობიეხი, ია კონანი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +24=10-15, (83:60)
ბომბარდირები:
12 - ადრიან რამოსი (ჰერტა); 11 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 10 - იოზიპ დრმიჩი (ნიურნბერგი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"