არიენ რობენი "ბაიერნთან" კონტრაქტს 2017 წლამდე გაახანგრძლივებს

AutoSharing Option
ჰოლანდიელი გარემარბი არიენ რობენი მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტს 2017 წლამდე გაახანგრძლივებს.

ინფორმაციას ადასტურებს ფეხბურთელის მამა დ აგენტი ჰანს რობენი, რომელიც აცხადებს, რომ ის უკვე შეხვდა კლუბის ხელმძღვანელობას და კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მიმდინარე ხელშეკრულება ჰოლანდიელ შემტევს მიუნხენელებთან 2015 წლამდე აკავშირებს.

ცნობისთვის უნდა ითქვას, რომ ახალი კონტრაქტის თანახმად, ჰოლანდიელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება მიუნხენურ კლუბში.

შეგახსენებთ, რომ რობენი "რეკორდმაისტერის" რიგებს 2009 წელს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა და "ბაიერნის" მაისურით 142 მატჩში 82 გოლის გატანა მოახერხა.

ასევე, არიენ რობენის ანგარიშზეა გასულ
წელს, დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გამარჯვების გოლი.

მომზადებულია football-oranje.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული