იურგენ კლოპი: ბევრი გავიტანეთ და კიდევ უფრო მეტის გატანა შეგვეძლო

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში დორტმუნდის "ბორუსიამ" 4:0 გაანადგურა ფრანკფურტის "აინტრახტი". იურგენ კლოპის გუნდი 42 ქულით მესამე ადგილზეა, "აინტრახტი" 21 ქულით მე-12 ადგილზეა.

მე-10 წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა მეტოქე მცველს ბურთი აართვა და დიდებული პასი გაუკეთა პიერ-ემერიკ ობამეიანგს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

მე-20 წუთზე მხითარიანის ჩამოწოდებულ კუთხურს კვლავ ობამეიანგის გოლი მოჰყვა, რომელმაც ახლო მანძილიდან აჯობა მეკარეს.

47-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით გაიტანა, რომელიც მისივე წაქცევისთვის კი დაინიშნა, მაგრამ ფრიად საეჭვო იყო.

68-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა სერბმა მილოშ იოიჩმა დამატებაზე გაიტანა. ეს 21 წლის
სერბის პირველი გოლი იყო "დორტმუნდის" მაისურით სადებიუტო შეხვედრაშივე.

იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "მეტოქე პირველივე წამებიდან წნეხში მოვაქციეთ. ბევრი გოლი გავიტანეთ და კიდევ უფრო მეტი შანსი დაგვრჩა გამოუყენებელი. ეს იყო ჩემი შეგირდების დიდებული თამაში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული