ციხეში მყოფი ული ჰიონესი შესაძლოა იანვარში "ბაიერნში" სამუშაოდ დაბრუნდეს

AutoSharing Option
გადასახადების დამალვის გამო გერმანიის ერთ-ერთ ციხეში მყოფი მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი პრეზიდენტი ული ჰიონესი შესაძლოა კლუბში საქმიანობას უკვე იანვარში დაუბრუნდეს.

Bild-ის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავარიელები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და არის მოლოდინი, რომ ჰიონესს დღის განმავლობაში 12 საათით (დილის 6-იდან საღამოს 6-მდე) გაათავისუფლებენ ხოლმე, რათა კლუბში იმუშაოს. ოღონდ ული ღამეს ისევ საპატიმროში გაატარებს ხოლმე.

საიმისოდ, რომ საქმიანობას დაუბრუნდეს, ჰიონესმა ჯერ ციხეში სანიმუშო მოქცევით უნდა მოიწონოს თავი და თან დაამტკიცოს, რომ სამუშაო ადგილზე მართლა შრომობს.

დავძენთ, რომ 62 წლის
ფუნქციონერი პატიმრობის პერიოდში რამდენიმე საათით სამჯერ გამოუშვეს გარეთ და დიდი შანსია, თავისი დაბადების დღეც - 5 იანვარი, ციხის კამერაში არ გაატაროს.

შეგახსენებთ, რომ ული ჰიონესს 2014 წელს 28.5 მილიონი ევროს გადასახადების დამალვის გამო თავისუფლების აღკვეთა 3.5 წლით მიესაჯა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული