საბრძოლო შოუს ორგანიზატორია კომპანია World Wrestling Entertainment-ი, რომელიც სწორედ ამგვარი შოუების მოწყობით არის დაკავებული.
როგორც გამოცემა Bild-ი იუწყება, სავარაუდოდ, 32 წლის ვიზე არ იჩხუბებს პროფესიონალი რესტლერების წინააღმდეგ და მას ღონისძიებაზე სარეკლამო მიზნებით გამოიყენებენ.
"ვერდერის", "კაიზერსლაუტერნისა" და "ჰოფენჰაიმის" ყოფილ მეკარეს ჯერ არ გაუფორმებია კონტრაქტი World Wrestling Entertainment-თან. მისმა ახალმა იმიჯმა და აღნაგობამ გააოცა სპორტული სამყარო. ბევრი აღნიშნავს, რომ ვიზემ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია ბოდიბილდინგის სფეროში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"