სპეციალისტმა "დორტმუნდი" 2008 წლის ზაფხულში ჩაიბარა და იქ თანდათან შექმნა გუნდი, რომელმაც გამოწვევა ესროლა "ბაიერნს" როგორც შიდა არენაზე, ასევე ევროპაში. მაგრამ, თურმე კლოპს შეეძლო, ბარიკადების მეორე მხარეს აღმოჩენილიყო.
"დორტმუნდში" წასვლამდე კლოპი "მაინცში" მუშაობდა და ახლა ამ გუნდის დირექტორი კრისტიან ჰაიდელი ჰყვება, რომ მწვრთნელი ძალიან ახლოს იყო მიუნხენურ გუნდში სამწვრთნელო სავარძლის დაკავებასთან. კლოპი ოტმარ ჰიტცფელდის პოტენციური შემცვლელების სიაში მოხვდა.
ჰაიდელი აღიარებს, რომ "ბაიერნს" ჰქონდა კონტაქტი კლოპთან და
"მე გვერდით ვიჯექი, როცა მას "ბაიერნის" დირექტორმა ული ჰიონესმა დაურეკა. მათ ორი კანდიდატურა ჰყავდათ და იურგენი ერთ-ერთი იყო - კანდიდატი ადგილობრივ სპეციალისტებში. მეორე იყო კლინსმანი, რომელსაც ახალი დასრულებული ჰქონდა მუშაობა გერმანიის ნაკრებში", - უყვება Bild-ს "მაინცის" შეფი.
"რა თქმა უნდა, ის ენთუზიაზმით შეხვდა ამ პერსპექტივას. როცა მიუნხენიდან გირეკავენ და შენი პიროვნებით ინტერესს გამოთქვამენ, ეს ბევრს ნიშნავს", - დაამატა ჰაიდელმა.
მაგრამ კლოპმა, რომლითაც მაშინ "ლევერკუზენიც" იყო დაინტერესებული, "დორტმუნდი" ჩაიბარა და მასთან ერთად ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, ერთხელ გერმანიის თასი; აგრეთვე, გუნდი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"