გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა ტელეარხ ARD-ის ეთერში საკუთარი აზრი გამოთქვა ფიფას ანგარიშის შესახებ, რომლის შედეგების მიხედვით, რუსეთსა და ყატარს მოუხსნეს კორუფციაზე ყველანაირი ეჭვი.
ლაპარაკია მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევის პროცესზე.
ასე რომ, გამოძიება რუსეთთან და ყატართან მიმართებაში დახურულია და ამ ქვეყნებს არ ჩამოართმევენ ტურნირების მასპინძლობის უფლებას.
"ანგარიშმა, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, ვერ განმუხტა სიტუაცია და ვერ გააქარწყლა ეჭვები საზოგადოებაში", - განაცხადა ნირსბახმა.
ამავე საკითხს გამოეხმაურა გერმანიის საფეხბურთო კავშირის
"უნდა გამოქვეყნდეს არა მხოლოდ ეთიკის კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილება, არამედ მაიკლ გარსიას გამამტყუნებელი დასკვნაც. ამ შემთხვევაში გახდება ცნობილი - რაში მდგომარეობდა ბრალდება და როგორ განიხილეს ის.
უნდა ვიცოდეთ, გამოძიების რა ნაწილი არ აისახა ანგარიშში და იყო თუ არა ეს გამართლებული საქციელი. საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იცოდეს. ეს არის ერთადერთი გზა ფიფასთვის, რათა მან თავიდან აიცილოს ნდობის სრული დაკარგვა.
თუ ანგარიში ბოლომდე არ იქნება გამოქვეყნებული და კრიზისული სიტუაცია ყველასთვის სანდო ხერხით არ მოგვარდება, უნდა დავფიქრდეთ - უღირს თუ არა უეფას ფიფასთან თანამშრომლობა. ასეთ შემთხვევაში სერიოზულად უნდა განვიხილოთ უეფას გამოსვლის ვარიანტი ფიფას შემადგენლობიდან", - ამბობს რაუბალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"