გერმანელი ფეხბურთელები შვლის პრიზებით დააჯილდოეს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონებმა - მიროსლავ კლოზემ და ფილიპ ლამმა სპეციალური პრიზები მიიღეს პრესტიჟული მედიაპრემიის, "ათასწლეულის ბემბის" დაჯილდოების ცერემონიაზე.

ფეხბურთელებმა ჯილდოები გერმანიის ნაკრების მიღწევებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურეს.

სპორტის სფეროში მთავარი ჯილდო მოიპოვა ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს აგრძელებს.

პრემია "ბემბი" 1948 წელს დაარსდა და მას 19 ნომინაციაში (სპორტი, მუსიკა, კინემატოგრაფია, ხელოვნება, საზოგადოებრივი მოღვაწეობა) გადასცემენ. პრიზი წარმოადგენს შვლის მოოქროვილ ქანდაკებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული