სერდან შაქირი მიუნხენის "ბაიერნს" ზამთარში დატოვებს

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ბაიერნის" ნახევარმცველი სერდან შაქირი ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს კლუბს შეიცვლის.

მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უკვე აცნობა შვეიცარიის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველს, რომ მასზე აქცენტს აღარ აკეთებს.

ფეხბურთელის ტრანსფერი დაახლოებით 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ხოლო შაქირით დაინტერესებას გამოთქვამენ - "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" და "ტოტენჰემი". უფრო ადრე შვეიცარიელის შეძენა სურდათ "იუვენტუსს", "ატლეტიკოს", "ინტერსა" და "სპარტაკს".

შაქირის კონტრაქტი "ბაიერნთან" 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში. გერმანიის წლევანდელ ჩემპიონატში მან რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და ორი შედეგიანი
პასი შეასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული