კრისტოფ კრამერი ლევერკუზენის "ბაიერში" დაბრუნდება

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველი კრისტოფ კრამერი, რომელიც იჯარის წესით მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" თამაშობს, მომავალ სეზონში "ფარმაცევტთა" რიგებში დაბრუნდება.

ამავდროულად, ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ "ბორუსია" სამუდამოდ დარჩება მის გულში.

"მომავალი სეზონიდან "ბაიერის" ღირსებას დავიცავ. "ბორუსიაში" თამაშისას გერმანიის ნაკრების დონემდე მივაღწიე, ამ გუნდის გულშემატკივრები კი საფეხბურთო ღმერთს მიწოდებენ.

რა შეიძლება იყოს იმაზე სასიამოვნო, როცა გულშემატკივრებისგან ასეთ აღიარებას იმსახურებ", - ამბობს კრამერი გერმანულ პრესასთან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული