აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა კლუბის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა კარლ ჰოპფნერმა.
სავარაუდოდ, ჰიონესს ციხიდან ნახევარი დღის განმავლობაში გამოუშვებენ, რომ მან "ბაიერნის" ერთ-ერთ განყოფილებაში იმუშაოს. საუბარია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობაზე.
"ახალგაზრდულ განყოფილებაში მუშაობა მისი სურვილი იყო და ჰიონესი "ბაიერნთან" შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს", - თქვა ჰოპფნერმა Bild-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ჰიონესს გადასახადების დამალვის გამო 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.