იოახიმ ლიოვი "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელობაზე ოცნებობს

AutoSharing Option
გაზეთ El Mundo Deportivo-ს ცნობით, გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იოახიმ ლიოვს ესპანეთის ჩემპიონატში მუშაობის სურვილი აქვს.

ლიოვს გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ უმთავრდება.

როგორც ირკვევა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების მწვრთნელს "ბარსელონაში" მუშაობის პერსპექტივა ხიბლავს.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ლიოვს მოსწონს ესპანეთის ნაკრების სათამაშო ფილოსოფია. როცა მისმა გუნდმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან 0:1 წააგო, ლიოვი ესპანელებთან გასახდელში შევიდა და მეტოქეს კარგი თამაში და გამარჯვება მიულოცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული