"ბაიერნის" ყოფილ ფეხბურთელ ბრენოს ციხიდან უშვებენ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მცველმა ბრენომ კარგი ამბავი შეიტყო. ბრაზილიელს 20 დეკემბერს ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ პატიმრობიდან.

ამ დღეებში გაიმართა საქმის მორიგი მოსმენა და სასამართლომ გადაწყვიტა ბრენოს ნაადრევად გათავისუფლება.

"ეს ყველაზე კარგი საჩუქარია ჩემთვის. ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა ამასთან დაკავშირებით ბრენომ.

შეგახსენებთ, რომ ბრენო საკუთარი სახლის დაწვისთვის გაასამართლეს. 2012 წლის ივლისში სასამართლომ მას სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის პერიოდში ფეხბურთელმა დღეში ხუთი საათი ციხიდან გამოსვლისა და "ბაიერნის" სტრუქტურაში მუშაობის შესაძლებლობა მიიღო.

* * *
ამასობაში, გაზეთი
"ბილდი" იტყობინება, რომ "ბაიერნის" ყოფილი პრეზიდენტი ული ჰიონესი, შესაძლოა, შობას საკუთარ სახლში შეხვდეს. ასე რომ, ჰიონესი პირველ ღამეს გაატარებს საკუთარ სახლში მას შემდეგ, რაც ივნისში გადასახადების დამალვისთვის დააპატიმრეს.

ადრე მიუნხენური კლუბის ექსპრეზიდენტს ნებას რთავდნენ, დაეტოვებინა ციხე "ბაიერნის" სისტემაში მუშაობისთვის, მაგრამ ბავარიის კანონების თანახმად, ის ვალდებულია, საღამოს საპატიმროში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ჰიონესს სამწლინახევრიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული