დორტმუნდის "ბორუსია": კლოპისთვის ავტორიტეტი არაფერია

AutoSharing Option
"დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ყველა გააკვირვა, როცა ბუნდესლიგის ბოლო ტურში "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ კარში არა რომან ვაიდენფელერი, არამედ მიტჩელ ლანგერაკი ჩააყენა.

კლოპს არ მოსწონს გერმანიის ნაკრების მესამე მეკარის სათამაშო ფორმა და ავსტრალიელს ენდო, რომელმაც "მშრალად" შეინახა კარი. ახლა დორტმუნდელთა დამრიგებელი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ლანგერაკი ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში "ანდერლეხტთან" მატჩშიც ძირითადში იქნება. ამასთან, კლოპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ვაიდენფელერმა მშვიდად აღიქვა მწვრთნელის გადაწყვეტილება.

"შესაძლოა, შემდეგ მატჩშიც ისევ ლანგერაკმა ითამაშოს, - ამბობს "ბილდთან" კომენტარში კლოპი. - ვაიდენფელერს საკუთარი გადაწყვეტილება მთელი გუნდის
წინაშე გამოვუცხადე. ის პროფესიონალია და ყველაფერი კარგად ესმის".

დაახლოებით იგივე სიტყვები გაიმეორა "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა: "კლოპმა დაგვისაბუთა საკუთარი გადაწყვეტილება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაიდენფელერი მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე იჯდება. თავად მეკარე პროფესიონალურად მოეკიდა მწვრთნელის გადაწყვეტილებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული