ციხეში მყოფი ული ჰიონესი ქველმოქმედებას ეწევა

AutoSharing Option
საპატიმროში მყოფი მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი პრეზიდენტი ული ჰიონესი რეპუტაციის აღდგენას ქველმოქმედებით ეშურება. ჰიონესმა ბავშვთა დახმარების ფონდში 10 ათასი ევრო გადარიცხა, რის შესახებაც მისმა მეუღლემ გამოაცხადა.

"ჩემმა მეუღლემ 10 ათასი ევრო ქველმოქმედებას მოახმარა. ამით ის შეეცედა მადლობა გადაეხადა ყველასთვის, ვინც მხარდაჭერის წერილებს უგზავნიდა", - აქვეყნებს ზუზე ჰიონესის ნათქავამს Bild.

შეგახსენებთ, რომ 62 წლის ჰიონესი სასჯელს გერმანიის ერთ-ერთ საპატიმროში იხდის. მას სასამართლომ სამნახევარი წლით პატიმრობა 27 მლნ ევროს ოდენობის გადასახადების გადაუხდელობის გამო მიუსაჯა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული