ბუნდესლიგა. XV ტური: "ბაიერნის" დამაჯერებელი გამარჯვება, "დორტმუნდის" კიდევ ერთი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
13 დეკემბერს გერმანულ ბუნდესლიგაში 6 შეხვედრა გაიმართა. გერმანიის ჩემპიონმა "ბაიერნმა" სტუმრად 4:0 დაამარცხა "აუგსბურგი". პირველი გოლი გაიტანა "ბაიერნის" რიგებში მეჰდი ბენატიამ. არიენ რობენმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით. "აუგსბურგის" დამარცხება ძალიან ძნელია. მეორე ტაიმში აგრესიულები ვიყავით და სწრაფად ვკომბინირებდით. სულ მაოცებენ ჩემი ფეხბურთელები თავიანთი მენტალიტეტით, რომელთაც ყველაფერი უკვე მოგებული აქვთ. წლის ბოლომდე კიდევ ორი მატჩია, რომლებიც უნდა მოვიგოთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბერლინში "ჰერტამ" 1:0 დაამარცხა დორტმუნდის "ბორუსია". გამარჯვების გოლი იულიან შიბერმა
გაიტანა. მატჩის შემდეგ "დორტმუნდის" კაპიტანმა მათს ჰუმელსმა ფანების სექტორთან მისვლა და მათთვის მხარდაჭერისთვის მადლობის გადახდა არ ისურვა. "დორტმუნდი" 14 ქულით მე-16 ადგილზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"შალკემ" ძალიან მოულოდნელად წააგო შინ "კიოლნთან" - 1:2. უკმაყოფილო მაყურებლის მიერ ნასროლი სანთებელა თავში რობერტო დი მატეოს ასისტენტ სვენ ჰიუბშერს მოხვდა. მას თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს.

აუგსბურგი-ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 ბენატია (58), 0:2 რობენი (59), 0:3 ლევანდოვსკი (68), 0:4 რობენი (71)

ფრაიბურგი-ჰამბურგი 0:0

ჰერტა-დორტმუნდი 1:0
გოლი: 1:0 შიბერი (40)

შალკე-კიოლნი 1:2
გოლები: 0:1 უჯა (47), 0:2 ლემანი (67-პენ), 1:2 სანე (85)

ვერდერი-ჰანოვერი 3:3
გოლები: 0:1 შტინდლი (12), 1:1 იუნუზოვიჩი (36), 2:1 ლორენცენი (55), 2:2 ხოსელუ (62), 2:3 კიოტაკე (64), 3:3 ზელკე (88)

მაინცი-შტუტგარტი 1:1
გოლები: 1:0 გეისი (36), 1:1 კოსტიჩი (72)

1. "ბაიერნი" - 39 ქულა; 2. "ვოლფსბურგი" - 29; 3. "აუგსბურგი" - 24; 4. "ლევერკუზენი" - 23; 5. "გლადბახი" - 23.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული