არიენ რობენი რუუდ გულიტის გვერდით

AutoSharing Option
"ბაიერნის" 30 წლის ნახევარმცველი არიენ რობენი ჰოლანდიაში წლის სპორტსმენად დაასახელეს, - იტყობინება ჰოლანდიური გამოცემა NOS-ი. 2014 წელს ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან ერთად მოიგო ჩემპიონატი და თასი, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად კი მესამე ადგილი დაიკავა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

აღვნიშნავთ, რომ არიენი გახდა პირველი ფეხბურთელი ბოლო 27 წლის განმავლობაში, ვინც ეს პრიზი მოიპოვა. 1987 წელს საუკეთესოდ რუუდ გულიტი აღიარეს.

ნომინაციაში "წლის მწვრთნელი" ლუი ვან გაალმა გაიმარჯვა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. 63 წლის სპეციალისტმა აჯობა ხერარდ კემკერსსა და იან ორიეს (ციგურებით რბენა), აგრეთვე,
მაქს კალდასს (ქალთა ბალახის ჰოკეი).

სხვათა შორის, ვან გაალი მეორედ გახდა ამ პრიზის მფლობელი. 2009 წელს ის დააჯილდოვეს ჰოლანდიის პირველობაზე "ალკმაარის" გაჩემპიონების შემდეგ.

* * *
არიენ რობენი კიდევ ერთ პრიზზეა ნომინირებული, თუმცა იქ გამარჯვება ნაკლებად სახარბიელო უნდა იყოს.

კერძოდ, ჰოლანდიელი შეიძლება გახდეს "წლის სიმულანტის" ჯილდოს მფლობელი. არიენი ნომინაციაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მექსიკასთან მატჩში წაქცევისთვის შეიყვანეს.

სხვა კანდიდატები არიან: ფრედი (მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიასთან წაქცევისთვის), ლუის სუარესი (იმის დემონსტრირებისთვის, რომ კიელინის მხარმა თავად იპოვა ურუგვაელის კბილები), ჯანკარლო გონსალესი (თითით შეხების შემდეგ სასიკვდილო სცენის გათამაშებისთვის), კრიშტიანო რონალდო (ესპანეთის ჩემპიონატში "სელტასთან" მატჩში წაქცევისთვის) და ადრიანი (სიკვდილისწინა კონვულსიების გამოსახვისთვის).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული