"ბორუსია" მზად არის, აწარმოოს მოლაპარაკებები 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვაზე, რადგან ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაზე. გიუნდოგანის ხელშეკრულება "დორტმუნდთან" 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში და კლუბს არ სურს მისი უფასოდ გაშვება კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანის მიმართ დაინტერესებას რამდენიმე ინგლისური კლუბი გამოთქვამდა.
* * *
ამასობაში, გამოცხადდა "დორტმუნდის" რამდენიმე სატრანსფერო პრიორიტეტის შესახებ. კერძოდ, გერმანიის ვიცე-ჩემპიონი დაინტერესებულია "ანდერლეხტის" ნახევარმცველების -
ორივე ბელგიელმა შესანიშნავად წარმოაჩინა თავი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც "ანდერლეხტის" ერთ-ერთი მეტოქე სწორედ "დორტმუნდი" იყო. იურგენ კლოპმა ყურადღება მიაქცია ტილემანსსა და პრაეტს და ახლა მისი კლუბი ზაფხულში ეცდება ამ დუეტის შეძენას.
ტილემანსს 2016 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი "ანდერლეხტთან", პრაეტის ხელშეკრულება კი 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
* * *
გარდა ამისა, "დორტმუნდი" ფრანგული "ბორდოს" კონკურენტი გახდა სპლიტის "ჰაიდუკის" 22 წლის ნახევარმცველ ფილიპ ბრადარიჩისთვის ბრძოლაში.
ხორვატული პრესის ინფორმაციით, "ბორუსია" ბრადარიჩს დიდი ხანია აკვირდება და ახლა გადამწყვეტ მოქმედებაზე გადასვლას აპირებს იმისთვის, რომ კონკურენტებს დაასწროს, მაგრამ ამ მიმართულებით "ბორდოც" ძალიან აქტიურობს და უკვე შესთავაზა "ჰაიდუკს" ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის 1.3 მილიონი ევრო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"