ბასტიან შვაინშტაიგერი თამაშს კიდევ სამ წელს ვარაუდობს

AutoSharing Option
"ბაიერნის" ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი თავის გულშემატკივრებს არწმუნებს, რომ ამ მომენტისთვის თავს ფიზიკურად შესანიშნავად გრძნობს. 30 წლის ფეხბურთელის თქმით, ის მზად არის კიდევ სამი-ოთხი წელი უმაღლეს დონეზე სათამაშოდ.

"შესანიშნავად ვგრძნობ თავს, - ამბობს შვაინშტაიგერი. - ვგრძნობ საკუთარ თავში ძალას კიდევ სამი-ოთხი წელი უმაღლეს დონეზე სათამაშოდ".

ამასთან, შვაინშტაიგერი აცხადებს, რომ საერთოდ არ ფიქრობს გერმანულ გრანდთან კონტრაქტის გაგრძელებაზე. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი "ბაიერნთან" 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

"არ ვიცი, განიხილებოდა თუ არა ეს საკითხი კლუბში. თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ და დღეს მიმდინარე მოვლენებზე ვარ
კონცენტრირებული", - აღიარა ბასტიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის პირველ წრეში შვაინშტაიგერს ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა და მხოლოდ ორ მატჩში გამოჩნდა მოედანზე ძირითად შემადგენლობაში.

"ბაიერნი" და "დორტმუნდი" იგებენ

მიუნხენის "ბაიერნმა" და დორტმუნდის "ბორუსიამ" პირველი საწვრთნელი მატჩები ჩაატარეს მეორე წრისთვის მზადების ციკლში.

"ბაიერნი" დოჰაში გადის შეკრებას და პეპ გვარდიოლას გუნდმა იქ ყატარის ჩემპიონატის ვარსკვლავთა ნაკრები დაამარცხა - 4:1.

რაც შეეხება "დორტმუნდს", ის ესპანეთშია ჩასული შეკრებაზე და გუშინ იქ შვეიცარიის "სიონთან" ითამაშა. იურგენ კლოპის შეგირდებმა 1:0 გაიმარჯვეს.

კატარ სტარზი-ბაიერნი 1:4
გოლები: 0:1 ვიზერი (3); 0:2 ვიზერი (17), 1:2 ჰარბაუი (27), 1:3 რიბერი (43), 1:4 პისარო (90)

დორტმუნდი-სიონი 1:0
გოლი: 1:0 გორენც-სტანკოვიჩი (59)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული