დორტმუნდის "ბორუსია": როისს უშვებენ, ჰუმელსი რჩება

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ გამოაცხადა, რომ კლუბი ვერ აღუდგება წინ ფორვარდ მარკო როისის წასვლას იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"იმედი მაქვს, რომ ის აქ დიდი ხნით დარჩება, მაგრამ თუ სხვანაირად განსჯის, ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ. მოხდეს, რაც მოსახდენია. ფეხბურთში ერთ-ერთი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მოგება ნახო ნებისმიერი საკადრო ცვლილებისგან და შექმნა რაღაც ახალი.

რა თქმა უნდა, მესმის, რომ როისს სურს ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში შესვლა, რეგულარულად თამაში და იმის ხილვა - რა მიმართულებით მოძრაობს კლუბი. ამის შემდეგ მიიღებს
გადაწყვეტილებას. ეს ნორმალურია და ყველაფერი შეიძლება უახლოეს დროში მოხდეს", - ამბობს ვატცკე.

* * *
ამასობაში, "დორტმუნდის" დაცვის ლიდერი მათს ჰუმელსი კლუბის ერთგული რჩება.
"არ მიმაჩნია საკუთარი თავი საფეხბურთო მოგზაურად. 26 წლის ვარ და აქამდე ორ კლუბში მითამაშია. ერთგულება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, მაწუხებს სეზონის პირველ ნაწილში ჩვენი სათამაშო დონე. უკეთ უნდა გამოვიდეთ მეორე წრეში.

მქონდა წინადადებები სხვა გუნდებისგან, მაგრამ მე ჯერ ისევ "დორტმუნდში" ვარ. გადავწყვიტე, არ დავტოვო კლუბი", - გაახარა საკუთარი გულშემატკივრები ჰუმელსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული