* "დორტმუნდი" ცხრა გასვლითი მატჩია ვერ იგებს (2 ფრე, 7 წაგება).
* "ჰამბურგმა" 18 ტურში 9 გოლი გაიტანა. უფრო უარესი შედეგი 1965-66 წლების სეზონში "ტასმანია ბერლინს" ჰქონდა.
* 464 წუთია "შტუტგარტი" შინ გოლის გატანას ვერ ახერხებს.
* "ვერდერმა" ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხა შინ "ჰერტა".
42-დღიანი შესვენების შემდეგ საინტერესოდ განახლდა ბუნდესლიგის სეზონი. "ბაიერნმა" პირველი მატჩი წააგო. მე-18 ტურმა ბევრი საფიქრალი გაუჩინა რეკორდმაისტერის სამწვრთნელო შტაბს.
"ვოლფსბურგმა" დაანახვა
ეს ჯერ არ არის კატასტროფა
გაოგნებულნი და იმედგაცრუებულნი ტოვებდნენ "ბაიერნის" ფეხბურთელები და ხელმძღვანელები "ფოლკსვაგენ არენას". რეკორდმაისტერი მეორე წრის ასეთ დასაწყისს ვერ წარმოიდგენდა. საოცარია, მაგრამ ფაქტია: მიუნხენელებმა "ვოლფსბურგთან" იმდენივე გოლი გაუშვეს, რამდენიც მთლიანად პირველ წრეში. ბოლოს "ბაიერნმა" საკუთარ კარში სამზე მეტი გოლი 2009 წლის 4 აპრილს გაუშვა, როცა 1:5 წააგო "ვოლფსბურგთან", რომელიც იმ წელს ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ "მგლები" "ბაიერნს" ვეღარ უგებდნენ და უცებ 4:1 ლიდერის წინააღმდეგ."ეს, უბრალოდ, არ იყო ჩვენი დღე. ვერ შევძელით მატჩზე სათანადოდ განწყობა", - მოკლე კომენტარი გააკეთა ბასტიან შვაინშტაიგერმა. "არაფერი გამოგვივიდა და ამაში მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ", - მიაჩნია მარიო გიოტცეს. "დიახ, ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, მაგრამ ახლა საკუთარი თავი ხელში უნდა ავიყვანოთ", - ამბობს ჯერომ ბოატენგი.
მატჩის წინ იყო 10 იანვარს დაღუპული "ვოლფსბურგის" ნახევარმცველის, ჯუნიორ მალანდას ხსოვნისადმი მიძღვნილი მცირე რიტუალი, რამაც, როგორც ჩანს, მასპინძლებს განსაკუთრებული მუხტი მისცა. უკვე შეხვედრის დებიუტში გამოჩნდა, რომ მიუნხენელებს რთული გამოცდა ელოდათ.
"ბაიერნის" პრობლემებმა დაცვაში მეოთხე წუთზე იჩინა თავი, როცა მასპინძლებმა საკუთარ ნახევარზე ჩაჭრეს ბურთი და ორი პასით გაიყვანეს ნოიერთან დე ბრუინი და დოსტი. ბელგიელმა მე-11 საგოლე პასით გაატანინა ჰოლანდიელს.
თითქოს,ამ გოლს უნდა გამოეცოცხლებინა "ბაიერნი", მაგრამ სტუმრებს არაფერი გამოსდიოდათ. "ვოლფსბურგი" აქტიურ და აგრესიულ პრესინგს იყენებდა და მეტოქეს ერთ წამ თავისუფალ დროს არ უტოვებდა გადაწყვეტილების მისაღებად. ამის გამო გვარდიოლას შეგირდები უამრავ შეცდომას უშვებდნენ გადაცემების დროს. ბურთი ლევანდოვსკიმდე საერთოდ არ მიდიოდა, მასპინძლების მეკარე ბენალიოს კი თითქმის არ ჰქონდა სამუშაო.
ამასობაში, დე ბრუინმა გაამწარა დაცვის მარჯვენა ფლანგზე რაფინიას ნაცვლად მოთამაშე როდე და ყოველ ჯერზე ამწვავებდა თამაშს. "ბაიერნმა" მხოლოდ ტაიმის ბოლოს დაალაგა თამაში, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში "მგლებმა" მეორე გოლი გაატანეს გასახდელში მეტოქეს - დოსტმა საჯარიმოს გარედან უცნაური ტრაექტორიით დაარტყა - 2:0.
"ბაიერნს" ვერც შესვენებამ უშველა და მეორე ტაიმში "მგლების" პირველივე შეტევა კინაღამ გოლით დასრულდა - კალიჯური შორეულ ძელთან დაუდარაჯდა ბურთს, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, ორი წუთის შემდეგ დე ბრუინმა გახადა ანგარიში გამანადგურებელი - არნოლდმა ერთი პასით მოჭრა "ბაიერნის" ყველა მცველი და ბელგიელი ნოიერთან ერთი-ერთზე გაუშვა - 3:0.
აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" მეკარემ პირველი ბურთი 62-ე წუთზე მოიგერია - მანამდე "ვოლფსბურგმა" ყველა დარტყმა გამოიყენა. "დიახ, ჩვენ სხვაგვარად წარმოგვედგინა ამ მატჩის შედეგი, მაგრამ არ გამოვიდა. ეს არ არის კატასტროფა; სამაგიეროდ, ახლა ვიცით, რაზე უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა ნოიერმა.
"ვოლფსბურგი" ჩვენზე ძლიერი იყო და ოსტატურად გამოიყენა ყველა მომენტი", - აღიარა პეპ გვარდიოლამ.
0:3-ის შემდეგ "ბაიერნმა" მეტოქისგან საჩუქარი მიიღო - ნალდომ ბერნატს უკვე დაკარგული ბურთი დაუბრუნა და ესპანელმა პირველი გოლი გაიტანა რეკორდმაისტერის მაისურით. თუმცა ამას თამაშში არაფერი შეუცვლია. მეორდებოდა პირველი ტაიმის სცენარი: აბსოლუტურად ინერტული "ბაიერნი" უღიმღამოდ ათამაშებდა ბურთს, "ვოლფსბურგი" კი პირველი შესაძლებლობისთანავე კონტრშეტევაში მიდიოდა.
დე ბრუინის დუბლმა კარგად გამოაჩინა მთელი მატჩის სურათი: "ბაიერნის" უშედეგო შეტევა, ისევ არნოლდის გრძელი პასით ბელგიელის გაქცევა და სტუმრების საშინელი მოქმედება დაცვაში... ბოლო 20 წუთში სტუმრები მარცხს შეურიგდნენ და აღმოჩნდა, რომ "ბაიერნი" არც ისე საშიში ყოფილა.
"ჩვენ ვერაფრით შევძელით შეტევების ორგანიზება, არასაკმარისად მობილიზებულნი ვიყავით და მეტოქეს იოლი კონტრშეტევების საშუალება მივეცით. ასე თამაში არ შეიძლება", - თქვა შვაინშტაიგერმა.
"ხაფანგში მოგვაქციეს. გამოჩნდა, რომ იოლად არავინ არაფერს მოგვცემს. ამ წაგებიდან გაკვეთილი უნდა მივიღოთ და აღარ უნდა დავუშვათ ასეთი შეცდომები", - ამბობს რობენი. ბოატენგმა კი 21-მატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტაში პოზიტივი დაინახა: "შესაძლოა, კარგიც იყოს, რომ ეს სწორედ ახლა მოხდა. ეს წაგება არ მოგვცემს მოდუნების უფლებას".
"ბაიერნს" ფიქრისა და ჭრილობების მოშუშების დრო თითქმის არ აქვს. სამშაბათს "შალკესთან" საშინაო მატჩია. "ინგლისური კვირა დროულად იწყება. უარესი იქნებოდა, შემდეგი თამაშისთვის რვადღიანი ლოდინი რომ დაგვჭირვებოდა", - განაცხადა ნოიერმა.
აღვნიშნავთ, რომ გასულ სეზონში "ბაიერნმა" პირველი მატჩი ჩემპიონატში მხოლოდ 29-ე ტურში წააგო, როცა უკვე განაღდებული ჰქონდა ტიტული. ასე რომ, ეს იყო გვარდიოლას პირველი წაგება ბუნდესლიგაში არაჩემპიონის რანგში.
იხილეთ ვიდეო
"დორტმუნდმა" მხოლოდ დაცვა გამოასწორა
ტურის მეორე ცენტრალურ მატჩს ყველა მოუთმენლად ელოდა. ლევერკუზენის "ბაი-არენაზე" "დორტმუნდის" ტრიუმფალურ დაბრუნებას ელოდნენ, რომელიც არ შედგა და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.პირველი მიზეზი ის არის, რომ იურგენ კლოპს არ შეეძლო აფრიკის თასიდან დაბრუნებული ობამეიანგის გამოყენება, ხოლო მის ნაცვლად მოთამაშე იმობილე ისევ უცხო სხეულივით იყო "ბორუსიას" რიგებში. იტალიელს მონდომება და შრომისუნარიანობა არ დაეწუნებოდა, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც ვერ დაემუქრა ლენოს კარს.
მეორე მიზეზი იყო "ლევერკუზენის" აგრესიული პრესინგი და "დორტმუნდის" ლიდერთა ცუდი სათამაშო ფორმა. მარკო როისიც კი ხშირად ბურთის მოცილებაზე იყო და არ გვინახავს მისი არცერთი საფირმო რეიდი. სტუმრებს საერთოდ არ გამოუვიდათ კომბინაციური თამაში. სამაგიეროდ, ამ მატჩში დამყარდა სეზონის რეკორდი - 342 ორთაბრძოლა დაფიქსირდა და ეს რიცხვი კარგად მეტყველებს თამაშის სურათზე.
არანაირი ეფექტი არ მოჰყოლია კლოპის შეცვლებს. ვერც მხითარიანმა და ვერც რამოსმა ვერ შეძლეს თამაშის გამწვავება.
"დორტმუნდის" თამაშში ერთადერთი პოზიტივი ის იყო, რომ გუნდმა გამოასწორა დაცვაში თამაში. დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ ჰუმელსი და პაპასტატოპულოსი, შმელცერმა კი თავისი საუკეთესო წლები გაიხსენა.
მთელი მატჩის განმავლობაში "ბაიერმა" ორჯერ დაარტყა ზუსტად - ორივეჯერ გონსალო კასტრომ, მაგრამ ერთხელ მას ჰუმელსმა აჯობა, მეორედ - ვაიდენფელერმა. სულ კი "ფარმაცევტებმა" მხოლოდ შვიდი დარტყმა შეასრულეს, არადა, ამ სეზონში შინ საშუალოდ 16 დარტყმა ჰქონდათ. და კიდევ, "დორტმუნდმა" მიმდინარე ჩემპიონატში პირველად არ გაუშვა სტუმრად.
საბოლოოდ, მივიღეთ ფრე - 0:0, რომელიც არცერთ გუნდს არ აწყობდა - "ლევერკუზენი" ამის გამო ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გავარდა, "დორტმუნდი" კი ბოლო ადგილზეა.
იხილეთ ვიდეო
სხვა მატჩები
"ვოლფსბურგს" თუ არ ჩავთვლით, ყველა ლიდერი მძიმედ დაბრუნდა სეზონში, მაგრამ "დორტმუნდის", "ლევერკუზენისა" და "ბაიერნისგან" განსხვავებით, მაინც მოიგეს "შალკემ" და "გლადბახმა". "შალკეს" ახალ მეკარეს, ფაბიან გიფერს "ჰანოვერის" ერთადერთი დარტყმის მოგერიება მოუწია, თავად გელზენკირხენელებმა კი ჰიოგერის გოლით მოიგეს. მატჩის ბოლოს სრულიად უაზრო გაძევება მიიღო ჰუნტელაარმა და ის "ბაიერნთან" ვერ ითამაშებს. ასევე აღვნიშნოთ ნასტისიჩის დებიუტი რობერტო დი მატეოს გუნდში - სერბს ყველაზე ცოტა შეცდომა ჰქონდა თავისიანებში.
"შტუტგარტისა" და "გლადბახის" მატჩში მხოლოდ სამი ზუსტი დარტყმა იყო და ერთ-ერთმა გამარჯვება მოუტანა ლუსიენ ფავრის გუნდს, რითაც "ბორუსიამ" ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიგო სტუმრად. "გლადბახის" შემტევთა გასაჭირზე კარგად მეტყველებს ის, რომ სტუმრების რიგებში ყველაზე მეტი შეხება ბურთთან ცენტრალურ მცველ შტარნცლს ჰქონდა. ისე კი, შტუტგარტში გამარჯვება ამ სეზონში პრობლემა არ არის - მასპინძელ გუნდს საკუთარ მოედანზე ექვსი ტურია არ მოუგია და ბოლო ხუთში გოლიც არ გაუტანია.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ "ფრაიბურგის" მთავარი მწვრთნელის, კრისტიან შტრაიხის უნარი - სრულიად შეცვალოს თავისი გუნდის თამაში მეორე წრეში და საჭირო ფეხბურთელები აიყვანოს შემადგენლობის გასაძლიერებლად. "ფრაიბურგმა" ბოლო 4 წელიწადში მესამედ მოიგო მეორე წრის პირველი მატჩი, ხოლო სამი გოლი გაუტანა "აინტრახტს" ნილს პეტერსენმა, რომელიც სრულიად გამოუსადეგარი იყო პირველ წრეში "ვერდერში", აქ კი "ფრაიბურგის" ისტორიაში შევიდა - აქამდე ბუნდესლიგაში ამ გუნდის არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონდა შესრულებული ჰეთ-თრიკი.
და კიდევ, პეტერსენი პირველი მოთამაშე გახდა 2004 წლის სექტემბრის შემდეგ, ვინც ერთ ტაიმში გაიტანა სამი გოლი. ბოლოს ეს ლეგენდარულმა მიროსლავ კლოზემ შეძლო "ვერდერის" მაისურით "ბოხუმის" წინააღმდეგ.
გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტური
30 იანვარი
ვოლფსბურგი-ბაიერნი 4:1
გოლები: 1:0 დოსტი (4), 2:0 დოსტი (45+2), 3:0 დე ბრუინი (53), 3:1 ბერნატი (55), 4:1 დე ბრუინი (73)
ვოლფსბურგი: ბენალიო, ვიეირინია, ნალდო, კნოხე, როდრიგესი, ლუიშ გუსტავო, არნოლდი, კალიჯური (86. ჰანტი), დე ბრუინი, პერიშიჩი (81. შეფერი), დოსტი (83. ბენდტნერი).
ბაიერნი: ნოიერი, როდე (51. ვაიზერი), ბოატენგი, დანტე, ბერნატი, ჩაბი ალონსო, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი (71. გიოტცე), ალაბა, ლევანდოვსკი (71. პისარო).
გაფრთხილება: არნოლდი, ლუიშ გუსტავო - ჩაბი ალონსო, შვაინშტაიგერი
კუთხური: 1-5 ჯარიმა: 13-15 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 13(6)-16(7) ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 30 000
31 იანვარი
შალკე-ჰანოვერი 1:0
გოლი: 1:0 ჰიოგერი (32)
შალკე: გიფერი, ჰიოვედესი, კირხოფი, ნასტასიჩი, უჩიდა, ფუხსი, ნოიშტედტერი, ჰიოგერი, მაიერი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი.
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, შულცი, ალბორნოსი (88. პანდერი), შმიდებახი (88. ს. სანე), ჰირში (68. კიიოტაკე), ბიტენკურტი, ბრიანი, შტინდლი, ხოსელუ.
გაძევება: ჰუნტელაარი (85. შალკე)
გაფრთხილება: გიფერი, ნოიშტედტერი - ბიტენკურტი, ალბორნოსი, შტინდლი
კუთხური: 4-7 ჯარიმა: 15-15 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 15(5)-13(1) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 61 646
მაინცი-პადერბორნი 5:0
გოლები: 1:0 მალი (6), 2:0 მალი (46), 3:0 დე ბლასისი (69), 4:0 ალაგუი (82), 5:0 გაისი (87-პენ)
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბელი, ხარა, ბენგსტონი, გაისი, ბაუმგარტლინგერი (80. ბუნგერტი), დე ბლასისი, მალი (80. სოტო), კლემენსი, ოკაზაკი (69. ალაგუი).
პადერბორნი: ლ. კრუზე, ვემერი, შტროდიკი (53. ვრანჩიჩი), ჰიუნემაიერი, რაფა ლოპესი, ციგლერი, რუპი, ბაკალორცი, ქოჩი (61. ლაკიჩი), კუტჩკე, შტოპელკამპი (74. მეჰა).
გაფრთხილება: - რაფა ლოპესი
კუთხური: 9-4 ჯარიმა: 14-17 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 21(8)-10(2) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 26 457
ფრაიბურგი-აინტრახტი 4:1
გოლები: 0:1 რუსი (1), 1:1 დარიდა (62-პენ), 2:1 პეტერსენი (64), 3:1 პეტერსენი (70), 4:1 პეტერსენი (88)
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი (46. ზორგი), ჰიონი, ტორეხონი, გიუნტერი, შუსტერი (46. პეტერსენი), დარიდა, კლაუსი, შმიდი, ფრანტცი, მეჰმედი (66. ფილიპი).
აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, რუსი, ანდერსონი, ოშჩიპკა, ჰასებე (83. მადლუნგი), შტენდერა, აიგნერი (76. კიტელი), ინუი (76. პიაზონი), სეფეროვიჩი, მაიერი.
გაფრთხილება: მეჰმედი, გიუნტერი - ტრაპი, ანდერსონი, ჩენდლერი
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 11-14 თამაშგარე: 4-6 კარში დარტყმა: 15(8)-12(6) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 24 000
შტუტგარტი-გლადბახი 0:1
გოლი: 0:1 ჰერმანი (71)
შტუტგარტი: ულრაიხი, შვააბი (78. კოსტიჩი), ბაუმგარტლი, ნიდერმაიერი, ჰლუშეკი, ორიოლ რომეუ, კლაინი, ლაიტნერი (74. მაქსიმი), გენტნერი, ტიმო ვერნერი (68. იბიშევიჩი), ჰარნიკი.
გლადბახი: ზომერი, კორბი (90+1. ბროუერსი), იანტჩკე, შტარნცლი, ვენდტი, კრამერი, ჯაკა, ჰერმანი, ჯონსონი, მ. კრუზე (90+1. ნორდტვეიტი), ჰრგოტა (87. რაფაელი).
გაფრთხილება: გენტნერი, ნიდერმაიერი, კოსტიჩი - ჯაკა, კორბი
კუთხური: 4-8 ჯარიმა: 12-13 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 12(1)-10(2) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 54 000
ჰამბურგი-კიოლნი 0:2
გოლები: 0:1 რისე (62), 0:2 რისე (78)
ჰამბურგი: დრობნი, გიოტცი, რაიკოვიჩი, ჯურუ, იანსენი, ვესტერმანი, ირაჩეკი (72. ლასოგა), ვან დერ ვაარტი, ნ. მიულერი (58. შტიბერი), გუაიდა (77. ბაისტერი), ოლიჩი.
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, მაროჰი, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი, ფოგტი, პეშკო (67. შვენტო), ჰალფარი, რისე (79. გერჰარდტი), უჯა.
გაფრთხილება: ვან დერ ვაარტი, ჯურუ - რეშკო
კუთხური: 3-3 ჯარიმა: 17-10 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 10(3)-15(6) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 56 053
ლევერკუზენი-დორტმუნდი 0:0
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ვენდელი, ლ. ბენდერი, გონსალო კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოგლუ (73. როლფესი), დრმიჩი (69. ბრანდტი), კისლინგი.
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი (46. სუბოტიჩი), პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, გინტერი, შაჰინი, კამპლი, როისი, გროსკროიტცი (62. მხითარიანი), იმობილე (81. რამოსი).
გაფრთხილება: დრმიჩი - შმელცერი
კუთხური: 4-3 ჯარიმა: 18-16 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 7(3)-10(2) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 30 210
1-ლი თებერვალი
ვერდერი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 დი სანტო (43), 2:0 დი სანტო (69)
ვერდერი: ვოლფი, გერბესელასიე, გალვესი, ვესტერგაარდი, შტერნბერგი, ბარგფრედე, იუნუზოვიჩი (88. კროოსი), ბარტელსი, იოზთუნალი (66. ფრიტცი), ზელკე, დი სანტო (78. აიჩიჩექი).
ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, ბრუქსი, პეკარიკი, შტოკერი, ნიმაიერი (46. ნ'დიენგი), შულცი (46. ვან დერ ბერგი), ჰეგელერი, რონი (70. ვაგნერი), შიბერი.
გაფრთხილება: ზელკე, გალვესი, შტერნბერგი, იუნუზოვიჩი - ნიმაიერი, ჰეგელერი, ვან დერ ბერგი
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 14-26 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 19(8)-3(0) ბურთის ფლობა: 53%-47%
აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 3:1
გოლები: 1:0 ჰალილ ალთინთოფი (39), 2:0 ვერნერი (42), 2:1 რობერტო ფირმინო (45), 3:1 ბობადილია (90+3)
აუგსბურგი: მანინგერი, ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ფოილნერი, ბაიერი, ჰოიბერგი (72. კორი), ესვაინი (44. დონ-ვონ ჟი), ჰალილ ალთინთოფი, ტობ. ვერნერი (88. კაიუბი), ბობადილია.
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ბიჩაკჩიჩი, აბრაჰამი, შტრობლი, პოლანსკი (79. შიპლოკი), შვეგლერი, ფოლანდი, რობერტო ფირმინო, სალიჰოვიჩი (56. ელიუნუსი), მოდესტე (61. შალაი).
გაფრთხილება: ფოილნერი, ჰოიბერგი - აბრაჰამი, შალაი, რობერტო ფირმინო
კუთხური: 4-7 ჯარიმა: 18-28 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 15(7)-13(5) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 27 090
ბომბარდირები: 13 - მაიერი (აინტრახტი); 10 - რობენი (ბაიერნი); 9 - ჩუპო-მოტინგი (შალკე); 8 - ბელარაბი (ლევერკუზენი), ოკაზაკი (მაინცი), დი სანტო (ვერდერი).
მომდევნო ტური
3 თებერვალი:
ბაიერნი-შალკე, გლადბახი-ფრაიბურგი, ჰანოვერი-მაინცი, აინტრახტი-ვოლფსბურგი
4 თებერვალი:
დორტმუნდი-აუგსბურგი, ჰოფენჰაიმი-ვერდერი, ჰერტა-ლევერკუზენი, კიოლნი-შტუტგარტი, პადერბორნი-ჰამბურგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"