ამის შესახებ განაცხადა სომეხი ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი იურგენ კლოპის გუნდში 2013 წლის ზაფხულში "შახტარიდან" გადავიდა. ამ სეზონში მხითარიანმა 21 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა, თუმცა ბუნდესლიგაში არც ერთხელ არ გამოუჩენია თავი.
"დიდი ფეხბურთელები იშვიათად იცვლიან კლუბს ზამთარში, - ამბობს რაიოლა. - მხითარიანმა გამოთქვა სურვილი, ზაფხულში დატოვოს "ბორუსია". ვნახოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"