ბასტიან შვაინშტაიგერი: "ბაიერნი" თამაშს აკონტროლებდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი "შალკესთან" გამართული მატჩის შემდეგ გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტს გაესაუბრა.

ბასტიანი "შალკესთან" თავისი თამაშით  კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მისი აზრით, გუნდი ფრეზე მეტს იმსახურებდა.

შვაინშტაიგერის თქმით, 3 თებერვალს "ალიანს არენაზე" "ბაიერნი" "შალკესთან" თამაშს სრულიად აკონტროლებდა. ასევე, მიიჩნევს, რომ "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.

ბუნდესლიგის ჩემპიონები მე-18 ტურში "ვოლფსბურგთან" განადგურდნენ, ანგარიშით 4:1.

გუშინდელი მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელი კმაყოფილებას არ მალავდა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხა.

ჯერომ ბოატენგის გაძევების შემდეგ "ბაიერნი" მოედანზე 10
კაცით დარჩა. მეორე ნახევარში არიენ რობენმა გუნდი წინ გაიყვანა. ამის შემდეგ მოკლე დროში ბენედიქტ ჰიოვედესმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

"შალკესთან" ჩვენ უკეთესები ვიყავით, ვიდრე "ვოლფსბურგთან" თამაშში. მეტი კონტროლი გვქონდა თამაშზე და მეტოქეს საშუალებას არ ვაძლევდით, ჩვენზე ზეწოლა მოეხდინა. 

თუმცა ჩვენ არ ვართ 1:1-ით კმაყოფილები. მართალია, 10 კაცით ვთამაშობდით, მაგრამ მოგების შანსი გვქონდა..."

"ბაიერნი" ბუნდესლიგის მომდევნო მატჩს შაბათს გამართავს, "შტუტგარტთან" და ბასტიანი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ძველებურად განაგრძობს გამარჯვებებს.

"ჩვენ შტუტგარტში გამარჯვების მოსაპოვებლად მივემგზავრებით," - განაცხად ბასტიან შვაინშტაიგერმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული