სათამაშო დღის მთავარი მოვლენა "ბორუსიას" მორიგი წაგება გახდა, რაც დორტმუნდელთათვის ჩემპიონატში მე-11-ეა. ამჯერად იურგენ კლოპის გუნდი საკუთარ მოედანზე "აუგსბურგთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერზე აღმოჩნდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე რაულ ბობადილიამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს 64-ე წუთზე კრისტოფ იანკერი გაუძევეს, თუმცა დორტმუნდელებმა რიცხობრივი უპირატესობით მაინც ვერ ისარგებლეს.
* * *
რაც შეეხება დღის სხვა მატჩებს, ლევერკუზენის "ბაიერმა" შტეფან კისლინგის გოლით სტუმრად ბერლინში "ჰერტას" მოუგო (1:0), "ვერდერმა" კი ასევე სტუმრად "ჰოფენჰაიმს" სძლია - 2:1. სამი ქულა გასვლით შეხვედრაში მოიპოვა "ჰამბურგმაც", რომელმაც სამი უპასუხო გოლი "პადერბორნს" გაუტანა.
გატანილი გოლის გარეშე მხოლოდ "კიოლნისა" და "შტუტგარტის" დაპირისპირება დასრულდა.
გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტური
4 თებერვალი
დორტმუნდი-აუგსბურგი 0:1
გოლი: 0:1 ბობადილია (50)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, გროსკროიტცი (60. სუბოტიჩი), პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი, შაჰინი, კამპლი (72. მხითარიანი), როისი (72. კაგავა), ობამეიანგი, იმობილე.
აუგსბურგი: მანინგერი, ვერჰაეგი, იანკერი, კლავანი, ფოილნერი, ბაიერი, ჰოიბერგი, დონ-ვონ ჟი (66. კორი), ჰალილ ალთინთოფი, ტობიას ვერნერი (62. კაიუბი), ბობადილია (84. ჯურჯიჩი).
გაძევება: იანკერი (64. აუგსბურგი)
გაფრთხილება: - ტობიას ვერნერი
კუთხური: 4-1 ჯარიმა: 12-11 თამაშგარე: 5-4 კარში დარტყმა: 15(6)-8(3) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 80 667
ჰერტა-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 კისლინგი (49)
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი (76. რონი), ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, ვან დერ ბერგი, ნ"დიენგი, ჰოსოგაი, ბეერენსი (70. შულცი), ჰეგელერი, ჰარაგუჩი, შიბერი.
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, პაპადოპულოსი, თოფრაქი, ვენდელი, ლ. ბენდერი, გონსალო კასტრო (80. იურჩენკო), ბელარაბი (84. ბიონიში), ჩალჰანოგლუ (66. როლფესი), ბრანდტი, კისლინგი.
გაძევება: ლანგკამპი (90. ჰერტა)
გაფრთხილება: ჰეგელერი, ნ"დიენგი - პაპადოპულოსი, ვენდელი
კუთხური: 4-7 ჯარიმა: 18-28 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 15(7)-13(5) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 34 636
ჰოფენჰაიმი-ვერდერი 1:2
გოლები: 0:1 დი სანტო (8), 1:1 ბიჩაკჩიჩი (34), 1:2 ბარგფრედე (52)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შტრობლი, ბიჩაკჩიჩი, კიმი, პოლანსკი, შვეგლერი (78. რუდი), ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ელიუნუსი (65. შიპლოკი), შალაი (65. მოდესტე).
ვერდერი: ვოლფი, გებრესელასიე, გალვესი, ვესტერგაარდი, გარსია, ბარგფრედე, ფრიტცი, ბარტელსი, იოზთუნალი (46. კროოსი), ზელკე (81. შტერნბერგი), დი სანტო (89. ჰაიროვიჩი).
გაფრთხილება: რუდი - კროოსი, გარსია, დი სანტო, ბარტელსი
კუთხური: 7-1 ჯარიმა: 13-30 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 13(5)-10(6) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 22 000
კიოლნი-შტუტგარტი 0:0
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, მაროჰი, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი, ფოგტი (59. გერჰარდტი), პეშკო (59. ფინე), ჰალფარი, რისე, უჯა (76. ოსაკო).
შტუტგარტი: ულრაიხი, შვააბი, ბაუმგარტლი, ნიდერმაიერი, ჰლუშეკი, ორიოლ რომეუ, კლაინი, ლაიტნერი (90. მაქსიმი), გენტნერი, სარარერი (63. ტიმო ვერნერი), ჰარნიკი (87. იბიშევიჩი).
გაფრთხილება: მაროჰი, გერჰარდტი
კუთხური: 2-4 ჯარიმა: 10-9 თამაშგარე: 5-3 კარში დარტყმა: 5(0)-7(4) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 48 400
პადერბორნი-ჰამბურგი 0:3
გოლები: 0:1 ვან დერ ვაარტი (2-პენ), 0:2 იანსენი (72), 0:3 შტიბერი (90+1)
პადერბორნი: ლ. კრუზე, ვემერი (81. ზაგლიკი), ციგლერი, ჰიუნემაიერი, ბრიუკნერი, ბაკალორცი (73. მეჰა), რუპი (62. ვრანჩიჩი), ქოჩი, ლაკიჩი, კაჩუნგა, შტოპელკამპი.
ჰამბურგი: დრობნი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, ჯურუ, მარკოსი, იანსენი, ირაჩეკი (59. დიასი), ვან დერ ვაარტი (66. კაჩარი), ნ. მიულერი, შტიბერი, ოლიჩი (89. რუდნევსი).
გაფრთხილება: ციგლერი - ირაჩეკი, შტიბერი
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 11-18 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 13(3)-12(4) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 15 000
ბომბარდირები:
13 - მაიერი (აინტრახტი); 11 - რობენი (ბაიერნი); 9 - დი სანტო (ვერდერი), ჩუპო-მოტინგი (შალკე); 8 - ბელარაბი (ლევერკუზენი), ოკაზაკი (მაინცი).
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტური: "ბაიერნი" ისევ ვერ იგებს [VIDEO]