დორტმუნდის "ბორუსია": არის მარკო როისის კონტრაქტი

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი მარკო როისი უახლოეს დღეებში ახალ კონტრაქტს გააფორმებს კლუბთან, - იტყობინება purelyfootball.com-ი.

25 წლის ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულება იმავე ვადით იქნება გაფორმებული, როგორიც მიმდინარე კონტრაქტია - 2016-17 წლების სეზონის ბოლომდე. უბრალოდ, შეიცვლება პუნქტი, რომელშიც მითითებულია ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, რომელიც 25 მილიონ ევროს უდრის.

როგორც "ბორუსიას" გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ აღნიშნა, კონტრაქტის ყველა დეტალი შეთანხმებულია და როისის საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან. თავად ფეხბურთელის თქმით, სხვა კლუბებში მას უფრო მეტის გამომუშავება შეუძლია, მაგრამ "ბორუსიას" ფეხბურთელობა - რაღაც განსაკუთრებულია.

ბოლო დროს, მარკოს ხელში
ჩასაგდებად ყველაზე მეტად აქტიურობდნენ "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბარსელონა" და "ბაიერნი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული