ოფიციალურად: მარკო როისი "დორტმუნდში" 2019 წლამდე

AutoSharing Option
გუშინ დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა ფორვარდ მარკო როისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. 25 წლის ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

"ამ განსაკუთრებულმა ფეხბურთელმა შეგნებულად დაუკავშირა თავისი მომავალი დორტმუნდის "ბორუსიას", - განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ. - როისს შეუძლია მთელი ეპოქა შექმნას დორტმუნდში, როგორც ეს გააკეთა უვე ზეელერმა "ჰამბურგში" და სტივენ ჯერარდმა "ლივერპულში". ის, რომ მარკომ ასეთი კრიზისული პერიოდის დროს გადაწყვიტა კონტრაქტის გაგრძელება, მის ერთგულებაზე მიუთითებს. ძალიან ამაყები ვართ მისი ასეთი საქციელით".

"მოხარული ვარ "ბორუსიასთან" კონტრაქტის გაგრძელებით.
დორტმუნდი - ჩემი მშობლიური ქალაქია, "ბორუსია" - ჩემი გუნდი. მოუთმენლად ველოდები გუნდთან ერთად წარმატებულ მომავალს. წინ ბევრი სამუშაოა და მინდა, გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო", - მოჰყავს როისის სიტყვები "ბორუსიას" ოფიციალურ ვებგვერდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული