ბორუსია (დ)-მაინცი 4:2 - 50-ე წამზე გატანილი საოცარი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "მაინცთან" (4:2) გერმანიის ჩემპიონატის 21-ე ტურის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ დორტმუნდელებმა გოლი მატჩის 50-ე წამზე გაუშვეს. გოლის ავტორი ელკინ სოტო გახდა.

მასპინძლებმა გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს. 49-ე წუთზე ნევენ სუბოტიჩმა გაიტანა, ხოლო 6 წუთში "ბორუსია" უკვე მარკო როისმა დააწინაურა, თუმცა რამდენიმე წუთში "მაინცის" ფეხბურთელმა იანუს მალიმ გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.

71-ე წუთზე უკვე ობამეინგმა გაიტანა - დორტმუნდელები ისევ დაწინაურდნენ. საბოლოო ანგარიში კი ნური შაჰინმა 78-ე
წუთზე დააფიქსირა.

"მიმდინარე სეზონი ჩვენთვის გამოწვევაა. პირველივე წუთზე გაშვებული გოლი კიდევ ერთი დარტყმა იყო. ამის შემდეგ კი რამედნიმე მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ.

თუმცა ვიცოდით რომ გაგვეგრძელებინა ასე თამაში, აუცილებლად გავიტანდით. განწყობა არც მეორე გაშვებული გოლის შემდეგ დავკარგეთ.

ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. "მაინთან" შეხვედრა 6 ქულითსვის იყო. ახლა ეს წარმატება უნდა განვამტკიცოთ. შემდეგი შეხვედრა ამაზე იოლი არ იქნება", - თქვა კლოპმა.

მომზადებულია bvb.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული