10:20 17-02-2015
თურმე არიენ რობენს მარჯვენათიც შეუძლია გოლების გატანა
AutoSharing Option
"ეს იყო დღის ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი, - გამოაცხადა "ჰამბურგთან" 8:0 მოგების შემდეგ შვაინშტაიგერმა. - ძალიან გვახარებს, რომ ერთი გოლი მან მარჯვენა ფეხით გაიტანა. ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება".
"მათ ყოველთვის დიდ სიამოვნებას ანიჭებს მარჯვენა ფეხით ჩემი დარტყმა, - ხსნის რობენი. - შეიძლება გავუგოთ, რადგან ეს ფეხი არ მაქვს იდეალურ მდგომარეობაში".
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მხოლოდ ამ გოლით არ არის აღფრთოვანებული: "ის კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო, მაგრამ ეს უკვე ნორმაა და არა გამონაკლისი. უკვე არაერთხელ მითქვამს: ჩემთვის რობენი ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია".
რუმენიგეს არ ეხამუშება ის ფაქტი, რომ "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში ჰოლანდიელმა მეოთხე ადგილი დაიკავა. მას მიაჩნია, რომ როცა ბურთი არიენს აქვს, ეს განგაშის სიგნალია ნებისმიერი დაცვისთვის:
"ის მსოფლიო დონის მოთამაშეა და არ აპირებს უფრო ქვემოთ ჩამოსვლას. ის ძლიერია დრიბლინგისას, ხშირად იტანს. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ფეხბურთელი ჩვენი კლუბის ნაწილია".
"ჰამბურგთან" მატჩში ჰოლანდიელმა თავისი მე-13 და მე-14 გოლები გაიტანა - ზუსტად იმდენი, რამდენიც მთლიანად "ჰამბურგს" აქვს გატანილი ჩემპიონატში. "სულ ერთია, ვინ გაიტანს", - მიაჩნია ყოველთვის მოკრძალებულ რობენს, რომელიც, პირველ რიგში, ცდილობს, გუნდისთვის ითამაშოს.
ამასთან, მოედანზე მისი პოზიცია აიძულებს, პასუხისმგებლობა აიღოს გოლებსა და საგოლე გადაცემებზე. "და თუ მიიღებ შეტევისთვის შანსს, უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე, სცადო კონცენტრაცია და გაიტანო. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამას მარჯვენა ფეხით გააკეთებ თუ მარცხენათი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული