ფილიპ ლამი უკვე მინდორზე ვარჯიშობს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა ფილიპ ლამმა საფეხბურთო მოედანზე დაიწყო ვარჯიში, - იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. 31 წლის ფეხბურთელი დიდი ხანია სარეაბილიტაციო კურსს გადის ფეხის ტრავმის შემდეგ. გუშინ მან მოედანზე ნახევარი საათი იმუშავა.

თუ მოთამაშის აღდგენა გეგმის მიხედვით წარიმართება, ლამი საერთო ჯგუფს ერთი თვის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ლამმა დაზიანება ნოემბრის შუაში, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მიიღო. მაშინ გერმანიის ნაკრების ექსკაპიტანს მარჯვენა ფეხის მოტეხილობა დაუდგინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული