ვიდეო: პადერბორნი-ბაიერნი 0:6
21 თებერვალს გერმანული ბუნდესლიგის 6 შეხვედრა გაიმართა.
"ჰამბურგის" 8:0 განადგურების შემდეგ, "ბაიერნმა" სტუმრად "პადერბორნი" არ დაინდო - 6:0 მოუგო.
ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა არიენ რობენის ფანტასტიკური პასის შემდეგ. ტაიმი "ბაიერნმა" ლევანდოვსკის დუბლით მოიგო.
62-ე წუთზე რობენთან ორთაბრძოლაში საჯარიმოში ჰარტჰერცი დაჯარიმდა, მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა, ხოლო "პადერბორნის" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ჰოლანდიელმავე გოლად აქცია.
მალე რობენის საგოლე პასით თავი ფრანკ რიბერიმ გამოიჩინა. "ბაიერნის" მომდევნო გოლები მიტჩელ ვაიზერმა (მან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო) და ისევ რობენმა გაიტანეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, არიენ რობენის თამაში, მან დუბლს ორი საგოლე პასი მიუმატა. ჩემპიონატში მას უკვე 16 გოლი აქვს, რაც მისი პროდუქტიულობის რეკორდის გამეორებაა.
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "პადერბორნთან" ძალიან სერიოზულად ვითამაშეთ და მეტოქეს ერთი საგოლე შანსის შექმნის შანსიც კი არ მივეცით. მეტოქე 5 მცველით თამაშობდა, რაც საქმეს გვირთულებდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, "პადერბორნი" კარგი გუნდია და ბუნდესლიგაში აუცილებლად დარჩება.
გელზენკირხენის "შალკე" 1:1 დაუზავდა ბრემენის "ვერდერს". არადა, ბოლო წამებამდე იგებდა. მაქს მაიერმა ანგარიში სტუმართა მეკარის შეცდომის წყალობით გახსნა.
მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე ზლატკო იუნუზოვიჩმა საჯარიმო მოაწოდა, ხოლო სებასტიან პრიოდლმა თავურით გაათანაბრა. ამ ეპიზოდშიც შესაძლებელია, ლაპარაკი მეკარის შეცდომაზე.
იშვიათი ფაქტი მოხდა "აუგსბურგისა" და "ლევერკუზენის" მატჩში - მე-4 დამატებითი წუთი მიდიოდა, მასპინძლები 1:2-ს აგებდნენ, როცა წინ წასულმა მეკარე მარვინ ჰიტცმა გოლი გაიტანა - 2:2. ჰიტცი 2002 წლის მერე პირველი მეკარეა, რომელმაც ბუნდესლიგაში ღია თამაშიდან გაიტანა. ბოლოს ეს ფრანკ როსტმა (შალკე) შეძლო.
შალკე-ვერდერი 1:1
გოლები: 1:1 მაიერი (61), 1:1 პრიოდლი (92)
მაინცი-აინტრახტი 3:1
გოლები: 0:1 აიგნერი (35), 1:1 კლემენსი (38), 2:1 გაისი (47), 3:1 მალი (50)
გაძევება: სამბრანო (83. აინტრახტი)
აუგსბურგი-ლევერკუზენი 2:2
გოლები: 0:1 დრმიჩი (8), 1:1 კაიუბი (59), 1:2 რაინარტცი (84), 2:2 ჰიტცი (94)
ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 1:0 ჰიონი (25), 1:1 ფოლანდი (39)
გაძევება: ტორეხონი (92. ფრაიბურგი)
პადერბორნი-ბაიერნი 0:6
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (24), 0:2 ლევანდოვსკი (37), 0:3 რობენი (63-პენ), 0:4 რიბერი (72), 0:5 ვაიზერი (78), 0:6 რობენი (86)
გაძევება: ჰარტჰერცი (62. პადერბორნი)
კიოლნი-ჰანოვერი 1:1
გოლები: 0:1 ხოსელუ (5), 1:1 უჯა (17)
გაძევება: პერეირა (91. ჰანოვერი)
1. ბაიერნი - 55 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 44; 3. გლადბახი - 36; 4. შალკე - 35; 5. აუგსბურგი - 35.
00:16 22-02-2015
ბუნდესლიგა. XXII ტური: "ბაიერნი" შეუბრალებელი გახდა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული