შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი ამ სეზონის წინ იჯარის წესით გადავიდა "ჩელსიდან" "ბორუსიაში". გერმანულ კლუბს მოეწონა აზარის თამაში და მასთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.
როგორც გერმანული პრესა წერს, ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, ხოლო ეს გარიგება "გლადბახს" 8 მილიონი ევრო დაუჯდა.
22 ტურის შემდეგ "ბორუსია" მესამე ადგილზეა ბუნდესლიგის ცხრილში, თავად აზარმა კი 19 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური