ედენ აზარის ძმამ მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ბელგიელმა ნახევარმცველმა ტორგან აზარმა კონტრაქტი გააფორმა მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან", - იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი ამ სეზონის წინ იჯარის წესით გადავიდა "ჩელსიდან" "ბორუსიაში". გერმანულ კლუბს მოეწონა აზარის თამაში და მასთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

როგორც გერმანული პრესა წერს, ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, ხოლო ეს გარიგება "გლადბახს" 8 მილიონი ევრო დაუჯდა.

22 ტურის შემდეგ "ბორუსია" მესამე ადგილზეა ბუნდესლიგის ცხრილში, თავად აზარმა კი 19 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული