ალექსანდრ მეიერი: არიენ რობენი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდება

AutoSharing Option
23 ტურისთვის ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი არიენ რობენი ლიდერობს 17 გატანილი ბურთით, მეორე ადგილზე კი ფრანკფურტის "აინტრახტის" ფორვარდი ალექსანდრ მეიერია, რომელიც მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება ჰოლანდიელს. ამ თემაზე მეიერის აზრი საინტერესო უნდა იყოს.

"შესაძლოა თუ არა, გავხდე ბუნდესლიგის საუკეთესო მეგოლე? ჩემი აზრით, ამას არიენ რობენი გააკეთებს.

მას თითოეულ თამაშში საშუალოდ 2 გოლი გააქვს, მიუნხენის "ბაიერნს" კი - ოთხი ან ხუთი...

ვფიქრობ, მასთან დაწევა შეუძლებელი იქნება", - უთხრა ფეხბურთელმა AZ-ს.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვოლსბურგის თავდასხმელს რამდენი აქ გატანილი? როგორც მახსოვს 8 ბოლო 3 თამაშში გაიტანა ასე თუ გააგრძელებს სავარაუდოდ დაეწევა ამათ
bneli
20:11 02-03-2015
0

სიახლეები პოპულარული