დორტმუნდის "ბორუსია": მარკო როისი გადარჩა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" გულშემატკივრებმა შვებით ამოისუნთქეს. დრეზდენის "დინამოსთან" გერმანიის თასის მერვედფინალურ მატჩში მარკო როისის მიერ მიღებული ტრავმა უმნიშვნელო აღმოჩნდა. გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი პირველი ტაიმის შუაში შეცვალეს დენის ერდმანთან შეჯახების შემდეგ.

"თუ როისს მართლაც მცირე ტრავმა აქვს, მაშინ ეს კარგი საღამოა ჩვენთვის, - განაცხადა მატჩის შემდეგ "დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა. - ასეთი გაბრაზებული იმის გამო ვიყავი, რომ ისეთი სახეებით მიყურებდნენ, თითქოს როისს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მე უბრალო ადამიანი ვარ და ასეთი მზერის მჯერა. იმედია, შემდეგ ჯერზე უფრო ოპერატიულად მომაწვდიან ინფორმაციას".

გუშინ
"დორტმუნდმა" ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა როისის ტრავმასთან დაკავშირებით. პირველადი დიაგნოზი დადასტურდა - მარკოს მუხლის ზემოთ მცირე ნაიარევი აქვს და დამატებითი პროცედურები არ არის საჭირო მის სამკურნალოდ. თუმცა, არ არის გამორიცხული, როისმა გამოტოვოს შაბათს ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩი "ჰამბურგთან".

სხვათა შორის, "დორტმუნდს" "ჰამბურგთან", შესაძლოა, ძირითადის კიდევ ერთი ფეხბურთელი დააკლდეს. ეს არის საყრდენი ნახევარმცველი ნური შაჰინი. თურქ ფეხბურთელს კუნთი აქვს დაჭიმული და სწორედ ამის გამო არ ითამაშა გერმანიის თასის მატჩში.

და კიდევ ინფორმაცია, რომელიც "ბორუსიას" უკავშირდება. "მილანის" ხელმძღვანელობა დორტმუნდელთა დამრიგებელ იურგენ კლოპს ფილიპო ინძაგის შემცვლელად განიხილავს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, გერმანელი სპეციალისტი მთავარ კანდიდატად სახელდება "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული