"თუ როისს მართლაც მცირე ტრავმა აქვს, მაშინ ეს კარგი საღამოა ჩვენთვის, - განაცხადა მატჩის შემდეგ "დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა. - ასეთი გაბრაზებული იმის გამო ვიყავი, რომ ისეთი სახეებით მიყურებდნენ, თითქოს როისს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მე უბრალო ადამიანი ვარ და ასეთი მზერის მჯერა. იმედია, შემდეგ ჯერზე უფრო ოპერატიულად მომაწვდიან ინფორმაციას".
გუშინ
სხვათა შორის, "დორტმუნდს" "ჰამბურგთან", შესაძლოა, ძირითადის კიდევ ერთი ფეხბურთელი დააკლდეს. ეს არის საყრდენი ნახევარმცველი ნური შაჰინი. თურქ ფეხბურთელს კუნთი აქვს დაჭიმული და სწორედ ამის გამო არ ითამაშა გერმანიის თასის მატჩში.
და კიდევ ინფორმაცია, რომელიც "ბორუსიას" უკავშირდება. "მილანის" ხელმძღვანელობა დორტმუნდელთა დამრიგებელ იურგენ კლოპს ფილიპო ინძაგის შემცვლელად განიხილავს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, გერმანელი სპეციალისტი მთავარ კანდიდატად სახელდება "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"