ფილიპ ლამმა არ იცის, როდის დაასრულებს კარიერას

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანს, ფილიპ ლამს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება კარიერის დასრულების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამა წლის იანვარში 30 წლის გერმანელმა განაცხადა, რომ 2018 წელს აპირებს ფეხბურთიდან წასვლას.

"როცა "ბაიერნთან" ახალი გარიგება დაიდო, განვაცხადე, რომ სავარაუდოდ, ეს ჩემი ბოლო კონტრაქტია კარიერაში, - აცხადებს "კიკერთან" კომენტარში ლამი. - მაგრამ ახლა არ გამოვრიცხავ, რომ 2018 წელს ვთქვა: "თავს კარგად ვგრძნობ და კიდევ ერთი წელი ვაპირებ თამაშს". ეს სავსებით შესაძლებელია. თუმცა იმ დროს 34 წლის ვიქნები და ამ ასაკში ისეთ კლუბში კონკურენცია, როგორიც
"ბაიერნია", რთული იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული