სერბეთის ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი "შალკეში" "მანჩესტერ სიტიდან" იჯარის წესით იანვარში გადავიდა და ისე მოხიბლა გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა, რომ მან ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტა.
ნასტასიჩი "სიტიში" 2012 წლიდან თამაშობდა, მანამდე კი "ფიორენტინაში" ირიცხებოდა. "შალკეს" რიგებში მან შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"