იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების სათავეში მუნდიალი 2018-ის დასრულებამდე დარჩა

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვთან კონტრაქტი გააგრძელა. შეთანხმება ძალაში 2018 წლის 31 ივლისამდე იქნება, ანუ - რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე.

ლიოვთან ერთად, კონტრაქტები გაუხანგრძლივდათ ტომას შნაიდერსა და ანდრას კიოპკეს.

მსოფლიოს 2014 წლის მუნდიალის ჩემპიონ მწვრთნელსა და გუნდს, უწინდელი კონტრაქტი 2016 წლამდე, ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე აკავშირებდათ.

55 წლის სპეციალისტი ბუნდესნაკრებში 2004 წლიდან მუშაობს. თავიდან ის გუნდის მთავარი მწვრთნელის იურგენ კლინსმანის თანაშემწე იყო, 2006 წლიდან კი თავად გახდა პირველი პირი სამწვრთნელო შტაბში.

მუნდიალი 2014-ის მოგების გარდა, ლიოვის
ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა ევრო 2008-ზე ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო 2006 და 2010 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბრინჯაო დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ ლიოვის გაწვრთნილი გერმანიის ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული