ვიდეო: ვერდერი-ბაიერნი 0:4
14 მარტს გერმანული ბუნდესლიგის 6 შეხვედრა გაიმართა.
ჩემპიონატის ლიდერი "ბაიერნი" არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გარეშე ეწვია ბრემენის "ვერდერს". არ იდგა კარში არც მანუელ ნოიერი, რომელსაც პეპე რეინა ცვლიდა. მიუხედავად ამისა, "ბაიერნმა" იოლად 4:0 მოიგო.
პირველ ტაიმში ანგარიში თომას მიულერმა გახსნა, მალე დავიდ ალაბამ ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა. მეორე ტაიმში კი მიულერმა ორჯერ ფაქტობრივად ცარიელ კარში გაატანინა რობერტ ლევანდოვსკის.
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "დღეს ერთ-ერთი ისეთი თამაში ვაჩვენეთ, როცა ვამაყობ, რომ "ბაიერნის" თავკაცი ვარ".
დორტმუნდის "ბორუსიამ" შინ ვერაფერი გააწყო "კიოლნთან". გუნდებს შორის შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.
აუგსბურგი-მაინცი 0:2
გოლები: 0:1 ოკაზაკი (32), 0:2 კოო (89)
ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 3:0
გოლები: 1:0 პოლანსკი (22-პენ), 2:0 პოლანსკი (81), 3:0 რუდი (87)
გაძევება: დრობნი (19. ჰამბურგი)
ჰერტა-შალკე 2:2
გოლები: 1:0 ბენ ჰატირა (21), 1:1 სანე (40), 2:1 ჰარაგუჩი (81), 2:2 მატიპი (90)
ვერდერი-ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 მიულერი (24), 0:2 ალაბა (45), 0:3 ლევანდოვსკი (76), 0:4 ლევანდოვსკი (91)
აინტრახტი-პადერბორნი 4:0
გოლები: 1:0 მაიერი (27), 2:0 შტენდერა (42), 3:0 აიგნერი (55), 4:0 ვალდესი (82)
დორტმუნდი-კიოლნი 0:0
1. ბაიერნი - 64 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 50; 3. ლევერკუზენი - 42; 4. გლადბახი - 41; 5. შალკე - 39 .
00:23 15-03-2015
ბუნდესლიგა. XXV ტური: "ბაიერნის" მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული