არიენ რობენი მიუნხენის "ბაიერნს" რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური საიტის ცნობით, არიენ რობენს მუცლის პრესის კუნთი აქვს დაზიანებული და ამის გამო თამაშს რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილი "ბაიერნი" ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" შინ 0:2 დამარცხდა. ამ მატჩში რობენმა მხოლოდ 24 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც მოედანი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, "შახტართან" შეხვედრაში რობენმა თეძოს ტრავმა მიიღო, რის გამოც "ვერდერთან" გუნდს ვერ დაეხმარა.

ბუნდესლიგის მომდევნო ტურში "ბაიერნი" სტუმრად დორტმუნდში "ბორუსიას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული