არიენ რობენი მიუნხენის "ბაიერნს" რამდენიმე კვირით დააკლდება

AutoSharing Option
ბოლო ტურის მატჩი "ბაიერნისთვის" ორმაგად სამწუხარო აღმოჩნდა. მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" 0:2 წაგებულ მატჩში ტონი იანტჩკესთან შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო არიენ რობენმა, რომელიც 24-ე წუთზე თომას მიულერმა შეცვალა. როგორც რეკორდმაისტერის ექიმებმა განაცხადეს, ჰოლანდიელმა მუცლის კუნთი დაიზიანა და რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს.

ჯერჯერობით დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ რობენი გამოტოვებს ორ უახლოეს სანაკრებო შეხვედრას - 28 მარტს შესარჩევ მატჩს თურქეთთან და 31 მარტს - ესპანეთთან ამხანაგურ დაპირისპირებას. ჰოლანდიელთა დამრიგებელმა გუუს ჰიდინკმა უკვე გამოიძახა რობენის შემცვლელად მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ქუინსი პრომესი, რომელსაც ნაკრებში
სამი მატჩი აქვს ჩატარებული.

* * *
ამასობაში, "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა განაცხადა, რომ გუნდი არ აპირებს ბრაზილიელი მცველის, დანტეს გაყიდვას. ეს ფეხბურთელი მეტად უღიმღამო სეზონს ატარებს, რაც წარმოშობს 31 წლის დანტეს ზაფხულში გაყიდვის ჭორებს.

"არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის სალაპარაკოდ, რომ დანტეს ამ სეზონის შემდეგ გავყიდით. ის მნიშვნელოვანი ფიგურაა "ბაიერნისთვის", - განაცხადა მატიას ზამერმა.

დანტეს კონტრაქტი "ბაიერნთან" 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული