ბუნდესლიგა. XXVII ტურის წინ: კლასიკო, რომელიც არაფერს წყვეტს

AutoSharing Option
4 აპრილს, ბუნდესლიგის 27-ე ტურში, სუპერმატჩი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" შორის დაშორება გათამაშების ცხრილის ცხრა საფეხური და 31 ქულაა, გერმანული საფეხბურთო საზოგადოება მაინც უწოდებს ამ დაპირისპირებას "გერმანულ კლასიკოს".

ბოლო სამი წლის განმავლობაში "ბორუსია" და "ბაიერნი" 14-ჯერ გადაეყარნენ ერთმანეთს ოფიციალურ ტურნირებში.

"დორტმუნდმა" თავი დააღწია გასავარდნ ზონას და მოულოდნელად, ევროპალიგაზე მოხვედრის შანსი მიიღო - ჩამორჩენა მეექვსე ადგილთან მხოლოდ ხუთ ქულას შეადგენს. იურგენ კლოპის გუნდი უკვე შვიდი ტურია, არ მარცხდება, თუმცა ისიც გავიხსენოთ, რომ ბოლო სამ მატჩში იყო ორი ნულოვანი
ფრე "ჰამბურგთან" და "კიოლნთან" და რთული გამარჯვება (3:2) "ჰანოვერთან". ამ მატჩში ისევ გამოჩნდა "ბორუსიას" დაცვის ხაზში სერიოზული ხარვეზები.

თუმცა შაბათს "დორტმუნდის" მცველებს შედარებით იოლი სამუშაო ექნებათ, რადგან ვერ ითამაშებენ არიენ რობენი და ფრანკ რიბერი. თუ რას ნიშნავს "ბაიერნისთვის" ეს ორი ფეხბურთელი, ამას სტატისტიკური ჩამონათვალიდან გაიგებთ. ამას დაემატა დავიდ ალაბას ტრავმაც.

მოკლედ "ბაიერნში" კვლავ სერიოზული საკადრო პრობლემებია. სამაგიეროდ, მიუნხენელებს მოტივაციის მხრივ ყველაფერი წესრიგში ექნებათ. აქ საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ პრინციპულ მეტოქეს ეთამაშებიან. პეპ გვარდიოლას გუნდმა წინა ტურში შინ "გლადბახთან" შეირცხვინა თავი და რეაბილიტაცია ესაჭიროება.

სხვათა შორის გუნდები ამ სეზონში მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს: აგვისტოში "დორტმუნდმა" მოიგო სუპერთასი. ნოემბერში, ბუნდესლიგის პირველ წრეში 70-ე წუთამდე იგებდა "ალიანს არენაზე", მაგრამ ვერ გაძლო და 1:2 დამარცხდა.

საინტერესოა, რა ტაქტიკას აირჩევს გვარდიოლა. გამოცემა "კიკერი" ვარაუდობს, რომ ესპანელი 4-3-3 სქემაზე გადავა და შუა ხაზს ლამს, ჩაბი ალონსოსა და შვაინშტაიგერს ჩააბარებს.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი: ვაიდენფელერი - პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუდოგანი, ს. ბენდერი - კამპლი, კაგავა, როისი - ობამეიანგი.
ბაიერნი: ნოიერი - რაფინია, ბენატია, ბოატენგი, ბერნატი - ლამი, ჩაბი ალონსო, შვაინშტაიგერი - მიულერი, ლევანდოვსკი, გიოტცე.

სტატისტიკა
- "ბორუსიაში" იურგენ კლოპის მისვლის (2008) შემდეგ, გუნდებს შორის ყველა ტურნირზე ურთიერთშეხვედრათა ბალანსი თითქმის თანაბარია: 8 მოგება, 3 ფრე, 9 წაგება. ბუნდესლიგაში თანაფარდობაა: 5 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება.

- "ბაიერნს" ბუნდესლიგის ყველა გუნდს შორის ყველაზე უარესი ბალანსი სწორედ "დორტმუნდთან" აქვს.

- "ბაიერნმა" დორტმუნდში ბოლო ექვს მატჩში ოთხი წააგო, მაგრამ ბოლო გასვლით მატჩში 3:0 მოიგო.

- "დორტმუნდი" ბუნდესლიგაში შვიდი ტურია არ მარცხდება.

- "დორტმუნდი" ამ სეზონში ერთ მატჩში ორ გოლზე მეტს არ უშვებს.

- მიმდინარე სეზონში "დორტმუნდმა" მხოლოდ ერთი მატჩი წააგო 12-დან, რომელშიც ანგარიშს ხსნიდა.

- "დორტმუნდი" ზედიზედ ხუთი მატჩია მეტოქეებს ანგარიშის გახსნის საშუალებას არ აძლევს.

- "ბაიერნს" 26 ტურში 20 მოგება აქვს, მაგრამ შარშანდელთან შედარებით 27-ე ტურისთვის 10 ქულით ნაკლები დააგროვა.

- "ბაიერნმა" წელს 12-დან 12 მატჩი მოიგო, როცა მოედანზე იყვნენ არიან რობენი და ფრანკ რიბერი. ამ მატჩებში რეკორდმაისტერმა 41 გოლი გაიტანა და 4 გაუშვა. როცა ამ დუეტიდან ერთ-ერთი არ თამაშობდა, "ბაიერნმა" 8 მატჩი მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და ორჯერ წააგო.

- "ბაიერნს" ზედიზედ 102 მატჩი აქვს მოგებული, როცა ანგარიშის გახსნას ახერხებდა.

- "ბაიერნმა" სტუმრად ყველაზე მეტი - 9 მატჩი მოიგო და ოთხი ტურია გასვლაზე არ მარცხდება.

- შინჯი კაგავას ხუთჯერ უთამაშია "ბაიერნის" წინააღმდეგ და ოთხჯერ გაიმარჯვა.

- მარკო როისმა "ბაიერნთან" 11 მატჩში 9 გოლში მიიღო მონაწილეობა - 5 გოლი და 4 შედეგიანი პასი.

- რაფინიას "ბაიერნში" ორჯერ აქვს მიღებული წითელი ბარათი - ორივეჯერ "დოორტმუნდის" წინააღმდეგ.

- ჩაბი ალონსოს სამჯერ უთამაშია დორტმუნდში მადრიდის "რეალის" მაისურით და სამივეჯერ წააგო.

ბუნდესლიგა. XXVII ტური
4 აპრილი
ლევერკუზენი-ჰამბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჰილბერტი - კლებერი
ტრავმა: კრუსი - იანსენი, დიასი, გრინი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 71 მატჩი: +25=19-27 (102-91)

ვოლფსბურგი-შტუტგარტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არნოლდი
ტრავმა: ჰანტი, ფელიპე - რიუდიგერი, დიდავი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 მატჩი: +15=5-15 (54-48)

ჰოფენჰაიმი-გლადბახი 17:30
დისკვალიფიკაცია: ბიჩაკჩიჩი
ტრავმა: შტოლცი, ზიულე
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +6=4-3 (20-18)

ვერდერი-მაინცი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბუში, ლორენცენი - ჰოფმანი, მორიტცი, ნედელევი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 მატჩი: +9=3-5 (31-22)

აინტრახტი-ჰანოვერი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ბიტენკურტი
ტრავმა: ჯაკპა, რუსი - მილერი, ჰოფმანი, ა. ზობიხი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 მატჩი: +13=15-19 (67-71)

ფრაიბურგი-კიოლნი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბატცი, ფილიპი - ჰელმესი, გერჰარდტი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 63 მატჩი: +25=13-25 (99-93)

დორტმუნდი-ბაიერნი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შმელცერი, შაჰინი, კირხი, პიშჩეკი - ალაბა, ხავი მარტინესი, რიბერი, რობენი, პისარო
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 მატჩი: +23=28-40 (115-169)

5 აპრილი
აუგსბურგი-შალკე 17:30
დისკვალიფიკაცია: - ნოიშტედტერი
ტრავმა: ბაბა, კალსენ-ბრაკერი, რაინჰარდტი, მორავეკი, ესვაინი - გიფერი, აიჰანი, კირხოფი, დრაქსლერი, ობასი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +0=2-5 (5-14)

ჰერტა-პადერბორნი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაუმიოჰანი, ბენ-ჰატირა, ჩიგერჩი, რონი, შიბერი - ბურხერტი, ბერტელსი, დუკში, ზაგლიკი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=0-1 (1-3)

ბომბარდირები:
19 - მაიერი (აინტრახტი); 17 - რობენი (ბაიერნი); 13 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), დოსტი (ვოლფსბურგი); 12 - ობამეიანგი (დორტმუნდი), დი სანტო (ვერდერი), მიულერი (ბაიერნი); 11 - ბელარაბი (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული