ბუნდესლიგა. XXVIII ტურის წინ: "ბორუსიების" დერბი და სხვა მატჩები

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარი მატჩია "ბორუსიების" დერბი. ამ გადასახედიდან, ეს შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი "გლადბახისთვისაა", რომელიც ზურგსუკან "ლევერკუზენის" სუნთქვას გრძნობს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში.

თან, ლუსიენ ფავრის გუნდი აშკარად უკეთეს ფორმაში იმყოფება, მაგრამ ძალიან გაიფუჭა ხასიათი შუა კვირას, გერმანიის თასზე მესამებუნდესლიგელ "არმინიასთან" მარცხით. ეს წაგება მართლაც უცნაური იყო, რადგან "გლადბახი" ბუნდესლიგაში შვიდი ტურია, არ აგებს და ამ სერიაში იყო სტუმრად "ბაიერნის" დამარცხება (2:0).

ამ მატჩში ფავრის ბიჭების მთავარი იარაღი კონტრშეტევები იყო და სავარაუდოდ, ასეთ ტაქტიკას აირჩევს "დორტმუნდთანაც", რადგან ამ უკანასკნელს არ გამოსდის
პირველ ნომრად თამაში, დაცვაში კი კვლავაც ბევრი პრობლემა და შეცდომა აქვს.

"გლადბახს" ხუთი ყვითელის გამო არ ეყოლება საყრდენი კრისტოფ კრამერი, მაგრამ ეს შეიძლება უკეთესიც იყოს. ყველას ახსოვს მისი უცნაური ავტოგოლი ამ გუნდების პირველი წრის მატჩში, რომელიც "დორტმუნდმა" 1:0 მოიგო.

* * *
"ლევერკუზენი" გაცილებით კარგ განწყობაზე იქნებოდა, პენალტების სერიის შესრულება უკეთ რომ იცოდეს - მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ბაიერნზე" წინ წავიდოდა ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზე, მაგრამ არ გაუმართლა. "ფარმაცევტებს" უკვე ხუთი მოგება აქვთ ბუნდესლიგაში, თანაც გოლის გაუშვებლად, რასაც დაემატა 120 წუთი "მშრალი" მატჩი თასზე. "ბაიერმა" შეტევაშიც გამოასწორა თამაში - ბოლო ტურებში დუბლები შეასრულეს იოსიპ დრმიჩმა და შტეფან კისლინგმა.

მოკლედ, "მაინცთან" მატჩში ყველაფერი როჯერ შმიდტის გუნდის სასარგებლოდ ლაპარაკობს, მათ შორის, სატურნირო მოტივაცია. თუმცა "მაინცმა" ახალი მწვრთნელის, მარტინ შმიდტის მეთაურობით, მკვეთრად მოუმატა თამაშს - ოთხი ტურია, არ აგებს, ბოლო ექვს მატჩში ერთხელ დამარცხდა და 9 ქულა აიღო.

* * *
მხიარული თამაში უნდა გამოვიდეს "ბაიერნსა" და "აინტრახტს" შორის, ოღონდ მიუნხენელთა მოგების ასპროცენტიანი გარანტიით. "აინტრახტის" მატჩებში ამ სეზონში უკვე 105 გოლი გავიდა, რაც უხვგოლიანი თამაშის სანახავად განგვაწყობს.

"ბაიერნის" გულშემატკივრებს მოენატრათ მათი საყვარელი გუნდის გოლები - ბოლო ორ მატჩში ჩემპიონმა მხოლოდ ერთხელ შეაგდო, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გარეშე რეკორდმაისტერი სულ სხვა გუნდია და დაცვიდან თამაშსაც კი კადრულობს სასურველი შედეგის მისაღწევად. ეს თავად პეპ გვარდიოლამაც აღიარა.

მართალია, "აინტრახტის" მთავარ მწვრთნელს, თომას შააფს რვაჯერ ჰყავს დამარცხებული "ბაიერნი", მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა გამოცდილი სპეციალისტი მარცხს წინასწარ უნდა შეეგუოს.

* * *
"თუ ასე გავაგრძელეთ თამაში, აუცილებლად აღმოვჩნდებით მეორე ბუნდესლიგაში", - განაცხადა "ჰამბურგის" ბოსმა ბაიერსდორფერმა წინა ტურში "ლევერკუზენთან" 0:4 წაგების შემდეგ.

თამაშისა და შედეგების გასაუმჯობესებლად ჰამბურგელებს არასასურველი მეტოქე ჰყავთ "ვოლფსბურგის" სახით. აუტსაიდერის სასარგებლოდ ცოტა რამ ლაპარაკობს: კნებელის გუნდს შეიძლება იმან შეუწყოს ხელი, რომ შუა კვირას "ვოლფსბურგმა" თასზე ითამაშა, თან ძალიან იწვალა "ფრაიბურგთან", მომავალ კვირას კი "ნაპოლისთან" ევროპალიგის მეოთხედფინალი ელოდება.

სხვა მხრივ, ყველაფერი "ვოლფსბურგის" სასარგებლოდ ლაპარაკობს. "ჰამბურგი" სამი ტურია აგებს, შვიდი ტურია არ მოუგია და ბოლო ოთხ მატჩში გოლი ვერ გაიტანა.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVIII ტური
პარასკევი. 10 აპრილი
ჰანოვერი-ჰერტა 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მილერი, ჰოფმანი, ა. ზობიხი - პლატენჰარდტი, ბაუმიოჰანი, ბენ-ჰატირა, ჩიგერჩი, ჰოსოგაი, რონი, შიბერი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 მატჩი: +10=12-15 (46-54)

შაბათი. 11 აპრილი
ბაიერნი-აინტრახტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალაბა, ხავი მარტინესი, რიბერი, რობენი, შტარკე - სამბრანო, რუსი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 მატჩი: +46=20-21 (169-110)

შალკე-ფრაიბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტრავმა: გიფერი, აიჰანი, კირხოფი, ობასი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 მატჩი: +14=5-12 (46-42)

გლადბახი-დორტმუნდი 17:30
დისკვალიფიკაცია: კრამერი
ტრავმა: შტრანცლი - შაჰინი, კირხი, პიშჩეკი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 85 მატჩი: +28=28-29 (141-138)

მაინცი-ლევერკუზენი 17:30
დისკვალიფიკაცია: - პაპადოპულოსი
ტრავმა: ბუნგერტი, ხარა, კლემენსი, ჰოფმანი, მორიტცი, ნედელევი - კრუსი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 მატჩი: +7=4-6 (23-24)

პადერბორნი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ციგლერი
ტრავმა: ბურხერტი, ბერტელსი, დუკში, ზაგლიკი - კალსენ-ბრაკერი, რაინჰარდტი, მორავეკი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=0-1 (0-3)

ჰამბურგი-ვოლფსბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: - ლუიშ გუსტავო
ტრავმა: დიკმაიერი, გრინი - ჰანტი, ფელიპე
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 მატჩი: +9=13-13 (47-58)

კვირა. 12 აპრილი
კიოლნი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: პეშკო
ტრავმა: ჰელმესი, გერჰარდტი - შტოლცი, აბრაჰამი, ზიულე
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 მატჩი: +3=3-3 (12-15)

შტუტგარტი-ვერდერი 19:30
დისკვალიფიკაცია: - პრიოდლი
ტრავმა: - ბუში, კალდიროლა, გარსია, ლორენცენი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 97 მატჩი: +33=31-33 (151-166)

ბომბარდირები: 19 - მაიერი (აინტრახტი); 17 - რობენი (ბაიერნი); 14 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - დოსტი (ვოლფსბურგი); 12 - ობამეიანგი (დორტმუნდი), დი სანტო (ვერდერი), მიულერი (ბაიერნი); 11 - ბელარაბი (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული