ბუნდესლიგა. XXVIII ტური: კიდევ ერთი ინტრიგა მოკვდა [VIDEO]

AutoSharing Option
* "პადერბორნმა" შეწყვიტა ბუნდესლიგაში 599-წუთიანი უგოლო სერია. ამ გუნდმა 2015 წელს პირველი გოლი გაიტანა საკუთარ მოედანზე.
* "ჰანოვერს" 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
* "კიოლნისა" და "ჰოფენჰაიმის" შეხვედრაში ჯამში 42 დარტყმა შესრულდა.
* რობერტ ლევანდოვსკიმ ბოლო 8 მატჩში მეცხრედ გაიტანა.
* 26-26 ქულით მეორე წრის ცხრილს "გლადბახი" და "ვოლფსბურგი" ლიდერობენ.
* "ლევერკუზენის" მეკარის, ბერნდ ლენოს "მშრალი" სერია 527-ე წუთზე შეწყდა.


ბუნდესლიგაში საჩემპიონო ინტრიგა თითქმის აღარ არსებობს, 28-ე ტურის შემდეგ კი 90 პროცენტით ცნობილი გახდა ის ოთხი გუნდი, რომელიც 2015-16 წლების სეზონში
ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს...

ყველას ნაცვლად ლევანდოვსკი თამაშობს
"ბაიერნს" ძალიან რთული საკადრო სიტუაცია აქვს, რასაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კრიტიკული უწოდა. "აინტრახტთან" მატჩის წინ მიუნხენელებს მხოლოდ 15 ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავდათ.

ალაბას, რიბერის, რობენისა და ხავი მარტინესის ტრავმებს შვაინშტაგერისა და ბენატიას დაზიანებები დაემატა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ფრანკფურტელთა წინააღმდეგ დაცვის ცენტრში რაფინია ვიხილეთ. მეორე მხრივ, ჩემპიონს 10-ქულიანი უპირატესობა აქვს "ვოლფსბურგთან" და შეუძლია მშვიდად იყოს. გარდა ამისა, იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც "აინტრახტის" წინააღმდეგ ითამაშეს, დაამტკიცეს კარგი მზადყოფნა.

ამ მხრივ, პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ ტიაგო ალკანტარა, რომელიც მატჩის დღეს 23 წლის გახდა. ესპანელი ერთწლიანი შესვენების შემდეგ გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე - ორთაბრძოლების 72 პროცენტი მოიგო და 76-დან 71 ზუსტი პასი ჰქონდა.

"ბაიერნს" იოლი მეტოქე ჰყავდა. "აინტრახტს" სტუმრად რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და მიუნხენელებთან ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა. შეუჩერებელია ბოლო ტურებში რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ულამაზესი გოლით გახსნა ანგარიში და შემდეგ დუბლი მიითვალა, სულ კი შვიდი დარტყმით დაასრულა შეხვედრა და მინიმუმ, პოკერის შესრულება შეეძლო.

პოლონელს ბოლო რვა ტურში 9 გოლი დაუგროვდა და რეალურად უმიზნებს საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს. ბოლოს ზედიზედ ორჯერ ბუნდესლიგის მთავარი მეგოლე ულფ კირსტენი გახდა 1997-98 წლებში.

თავისი გოლი გაიტანა თომას მიულერმა - მე-13 სეზონში და ეს გერმანიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველის პირადი რეკორდია. თან მიულერი "გოლი+პასის" სისტემით გაუთანაბრდა კევინ დე ბრუინს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საჩემპიონთალიგო კვარტეტი გარკვეულია
28-ე ტურის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ გერმანიიდან ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი კვარტეტი ცნობილია. "შალკემ" ზედიზედ მესამე ტურში ვერ მოიგო და 10 ქულით ჩამორჩა ჩემპიონთა ლიგის ზონას. თან "ფრაიბურგმა" შესვენების შემდეგ პენალტი ვერ გამოიყენა. 1008 წუთია, გოლს ვერ იტანს კლაას-იან ჰუნტელაარი. თავად "შალკე" ზედიზედ მეოთხე მატჩია, უგოლოდაა.

რობერტო დი მატეომ აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი აღარ არსებობს, ხოლო "გლადბახის" ნახევარმცველმა გრანიტ ჯაკამ გამოაცხადა - კარიერას დავასრულებ, თუ "შალკე" ჩემს გუნდს გაუსწრებსო.

შვეიცარიელს ასე ხუმრობის სრული უფლება აქვს - "მისმა "ბორუსიამ" ლამაზ სტილში დაამარცხა "დორტმუნდი", რის შემდეგაც ოთხმატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა, შინ კი "გლადბახი" უკვე შვიდი ტურია, ქულას არ კარგავს.

"დორტმუნდმა" ამ სეზონში მესამედ გაუშვა პირველ წუთზე. პირველივე ტაიმში რაფაელმა გაზარდა მასპინძლების უპირატესობა (ბრაზილიელმა ბოლო 5 მატჩში მეექვსედ გაიტანა), ხოლო მეორე ტაიმში, ნორდტვეიტის გოლის შემდეგ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. იურგენ კლოპის შეგირდებმა მორიგი უნიათო შეხვედრა ჩაატარეს და ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ, "გლადბახმა" კი ბოდიში მოუხადა ფანებს გერმანიის თასიდან გამოვარდნის გამო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში "გლადბახს" კვალში უდგას "ლევერკუზენი", რომელიც შუა კვირას მეორე ტურნირს გამოეთიშა პენალტების სერიაში - გერმანიის თასზე წააგო "ბაიერნთან". ის შეხვედრა სკანდალით დასრულდა: "ბაიერის" მცველმა ემირ სპაჰიჩმა თავის მეგობრებთან ერთად ჩხუბი აუტეხა საშინაო სტადიონის მომსახურე პერსონალს და უკვე შაბათს "ლევერკუზენის" ხელმძღვანელობამ ბოსნიელთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

"ფარმაცევტები" ხუთმატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდნენ "მაინცთან" გასვლით მატჩს, თანაც ამ ხუთ შეხვედრაში გოლი არ ჰქონდათ გაშვებული. ბერნდ ლენოს "მშრალი" სერია ამ მატჩშიც კარგა ხანი გაგრძელდა, მაგრამ 527-ე წუთზე შეწყდა, როცა მსაჯმა პენალტი დანიშნა სტუმრების კარში, რომელიც კოომ გამოიყენა. თუმცა ამ მომენტისთვის "ლევერკუზენი" უკვე 3:0 იყო დაწინაურებული.

აღვნიშნავთ შტეფან კისლინგის გოლს - ფორვარდს ერთადერთი დარტყმა ჰქონდა და ის საგოლე აღმოჩნდა. ახლა კისლინგს 133 გოლი დაუგროვდა და გაუთანაბრდა ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-19 ადგილზე მყოფ სახელოვან ბრაზილიელ ჯოვანი ელბერს.

"ჰამბურგს" არაფერი შველის
დაძაბული ბრძოლებია მოსალოდნელი აუტსაიდერთა შორის. "პადერბორნი" ყველას ჩამოწერილი ჰყავდა, მაგრამ ამ გუნდმა "აუგსბურგთან" გამარჯვებით შეწყვიტა 6-მატჩიანი მოუგებელი სერია, თანაც 2015 წელს პირველი (!) გოლი გაიტანა საკუთარ მოედანზე. ამან დებიუტანტს მე-16 ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა.

სამი ქულა მოიპოვა "შტუტგარტმა" და პირველად ბოლო რვა ტურის განმავლობაში, თავი დააღწია ბოლო ადგილს. "შვაბები" კინაღამ დააღალატა მარტინ ჰარნიკმა, რომელმაც ჯერ ორი ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ მოედნიდან გააძევეს მეორე ყვითელი ბარათის გამო. "ვერდერმა" ძალიან მალე გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა და ანგარიში გაათანაბრა 86-ე წუთზე, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გინჩეკმა დუბლი შეასრულა და "შტუტგარტი" მე-17 პოზიციაზე გადავიდა.

ბოლო ადგილზე კი "ჰამბურგი" დაეშვა. ამ გუნდმა ზედიზედ მეოთხედ წააგო, რვა ტურია, ვერ იგებს, ხუთი მატჩია, გოლს ვერ იტანს და სეზონში უკვე 17 "მშრალი" (!) მატჩი დაუგროვდა. კნებელის გუნდმა "ვოლფსბურგთან" მატჩი ისე დაასრულა, რომ ერთი ზუსტი დარტყმაც არ ჰქონია და ამით გაუადვილა საქმე მეტოქეს, რომელმაც უკვე ოფიციალურად გაინაღდა პირველ ოთხეულში ადგილი.

კარგი ტემპი აკრიფა "ფრაიბურგმა", რომელიც სამი ტურია არ აგებს და გოლს არ უშვებს. თუ კრისტიან შტრაიხის გუნდი ასე გააგრძელებს, მალე, ალბათ, მოიცილებს აუტსაიდერის სტატუსს. უფრო რთულადაა "ჰანოვერის" საქმე, რომელსაც პირველად აქვს არსებობის ისტორიაში 12-მატჩიანი მოუგებელი სერია და, სავარაუდოდ, შორს არ არის ის დღე, როცა ამ სეზონში მერვე სამწვრთნელო შეცვლა მოხდება და თაიფუნ ქორქუთს კარისკენ მიუთითებენ.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVIII ტური
10 აპრილი
ჰანოვერი-ჰერტა 1:1
გოლები: 1:0 კ. შულცი (75), 1:1 შტოკერი (83)
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, ფელიპე, შულცი, ს. სანე, ბრიანი (58. ბიტენკურტი), შტინდლი, კიიოტაკე (81. ანდრეასენი), ალბორნოსი, ია კონანი (65. ხოსელუ).
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი, ნ. შულცი, სკიელბრედი, ლუშტენბერგერი (73. ნიმაიერი), ბეერენსი (65. ჰეგელერი), ჰარაგუჩი (81. ვაგნერი), შტოკერი, კალუ.
გაფრთხილება: კ. შულცი, ს. სანე, ფელიპე - ლანგკამპი
კუთხური: 10-2 ჯარიმა: 18-10 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 12(5)-9(4) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 46 000

11 აპრილი
ბაიერნი-აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (15), 2:0 ლევანდოვსკი (66), 3:0 მიულერი (82)
ბაიერნი: რეინა, ვაიზერი, რაფინია (84. ბადშტუბერი), დანტე, ბერნატი, ჩაბი ალონსო, ლამი (78. გაუდინო), ტიაგო ალკანტარა (70. როდე), მიულერი, გიოტცე, ლევანდოვსკი.
აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, მადლუნგი, ანდერსონი (73. იგნიოვსკი), ოშჩიპკა, შტენდერა, ჰასებე, აიგნერი (71. პიაზონი), სეფეროვიჩი, ვალდესი (71. ინუი), კიტელი.
გაფრთხილება: დანტე - მადლუნგი, შტენდერა, იგნიოვსკი
კუთხური: 3-0 ჯარიმა: 13-17 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 19(10)-4(1) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 75 000

შალკე-ფრაიბურგი 0:0
შალკე: ფერმანი, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, კოლაშინაცი, ჰიოგერი, აოგო, ფარფანი (87. სემი), მაიერი (76. დრაქსლერი), ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი.
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, კრმაში, მიტროვიჩი, გიუნტერი, ზორგი, შუსტერი, გუედე, კლაუსი (69. შმიდი), მეჰმედი (90. პეტერსენი), ფრანცი (79. ფილიპი).
გაფრთხილება: ჰიოგერი, ჰიოვედესი - გიუნტერი, კლაუსი, ფილიპი
კუთხური: 8-6 ჯარიმა: 15-20 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 21(6)-10(3) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 30 210

გლადბახი-დორტმუნდი 3:1
გოლები: 1:0 ვენდტი (1), 2:0 რაფაელი (32), 3:0 ნორდტვეიტი (67), 3:1 გიუნდოგანი (77)
გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, ბროუერსი, დომინგესი, ვენდტი, ჯაკა, ნორდტვეიტი, ჰერმანი (90+3. ტრაორე), ჯონსონი (77. აზარი), რაფაელი (89. ჰანი), კრუზე.
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პაპასტატოპულოსი,, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი (70. დუდძიაკი), კელი, გიუნდოგანი, ბლაშჩიკოვსკი, კაგავა (63. რამოსი), მხითარიანი, ობამეიანგი (77. იმობილე).
გაფრთხილება: ბროუერსი
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 10-16 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 12(7)-17(3) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 54 010

მაინცი-ლევერკუზენი 2:3
გოლები: 0:1 სონი (15), 0:2 კისლინგი (60), 0:3 ჩალჰანოგლუ (73), 1:3 კოო (78-პენ), 2:3 კოო (90+1)
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბელი, დიასი, პარკი, გაისი, ბაუმგარტლინგერი (81. ხაირო), კოო, მალი (89. ბენგტსონი), დე ბლასისი (66. სოტო), ოკაზაკი.
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, თოფრაქი, იედვაი, ვენდელი, ლ. ბენდერი, გონსალო კასტრო, ბელარაბი (46. როლფესი), ჩალჰანოგლუ (86. ბრანდტი), სონი, კისლინგი (79. დრმიჩი).
გაფრთხილება: სოტო - ვენდელი, იედვაი
კუთხური: 4-2 ჯარიმა: 16-21 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 8(2)-9(5) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 31 578

პადერბორნი-აუგსბურგი 2:1
გოლები: 1:0 კაჩუნგა (48), 1:1 ჰოიბერგი (52), 2:1 ლაკიჩი (60)
პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი, რაფა ლოპესი, ჰიუნემაიერი, ჰარტერცი, ბაკალორცი, ვრანჩიჩი, ქოჩი (71. რუპი), უალი, კაჩუნგა (89. შტროდიკი), ლაკიჩი (77. კუტჩკე).
აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, ბაბა, კორი (63. ესვაინი), ბაიერი, ბობადილია (76. პარკერი), ჰოიბერგი, ტობიას ვერნერი, კაიუბი (40. მატავჟი).
გაფრთხილება: ჰიუნემაიერი - პარკერი, ჰოიბერგი
კუთხური: 6-7 ჯარიმა: 14-21 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 14(4)-16(5) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 14 446

ჰამბურგი-ვოლფსბურგი 0:2
გოლები: 0:1 გილავოგი (10), 0:2 კალიჯური (73)
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, ჯურუ, კლებერი, ოშტრჩოლეკი, დიასი (46. ირაჩეკი), ბეჰრამი, ჰოლტბი, ვან დერ ვაარტი (62. ნ. მიულერი), ლასოგა (72. ბაისტერი), ოლიჩი.
ვოლფსბურგი: ბენალიო, ვიეირინია, ნალდო, კნოხე, როდრიგესი (82. შეფერი), არნოლდი, გილავოგი, პერიშიჩი (77. შიურლე), დე ბრუინი (88. ტრეში), კალიჯური, დოსტი.
გაძევება: ჯურუ (88. ჰამბურგი)
გაფრთხილება: დიასი, ოლიჩი, ნ. მიულერი - არნოლდი
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 17-10 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 5(0)-15(8) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 57 000

12 აპრილი
კიოლნი-ჰოფენჰაიმი 3:2
გოლები: 1:0 ლემანი (20-პენ), 2:0 უჯა (54), 2:1 პოლანსკი (70-პენ), 3:1 ჰექტორი (78), 3:2 მოდესტე (88)
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, მაროჰი, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი, ფოგტი, ნაგასავა (72. ბრეჩკო), რისე, უჯა (75. მატუშიკი), ოსაკო (81. ბრიოკერი).
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შტრობლი, ბიჩაკჩიჩი, კიმი (62. მოდესტე), რუდი, ამირი (52. ცუბერი), პოლანსკი, ფოლანდი, რობერტო ფირმინო, შიპლოკი (62. შალაი).
გაძევება: ოლკოვსკი (69. კიოლნი)
გაფრთხილება: მაროჰი, ლემანი, ბრიოკერი - ბიჩაკჩიჩი, ბეკი
კუთხური: 3-3 ჯარიმა: 15-19 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 18(6)-24(8) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 45 000

შტუტგარტი-ვერდერი 3:2
გოლები: 1:0 გენტნერი (15), 1:1 ზელკე (50), 2:1 გინჩეკი (70), 2:2 ვესტერგაარდი (86), 3:2 გინჩეკი (90+1)
შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, რიუდიგერი, ნიდერმაიერი, ჰლუშეკი, სერეი დიე (90+3. ბაუმგარტლი), გენტნერი, ჰარნიკი, მაქსიმი (86. შვააბი), კოსტიჩი (79. ტიმო ვერნერი), გინჩეკი.
ვერდერი: ვოლფი, გერბესელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, შტერნბერგი, ბარგფრედე, ფრიტცი (80. იოზთუნალი), იუნუზოვიჩი, აიჩიჩექი (57. კროოსი), დი სანტო, ბარტელსი (46. ზელკე).
გაძევება: ჰარნიკი (84. შტუტგარტი)
გაფრთხილება: რიუდიგერი - დი სანტო, ბარგფრედე, ზელკე
კუთხური: 9-3 ჯარიმა: 13-13 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 15(3)-12(3) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 51 330

ბომბარდირები: 19 - მაიერი (აინტრახტი); 17 - რობენი (ბაიერნი); 16 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - დოსტი (ვოლფსბურგი), მიულერი (ბაიერნი); 12 - ობამეიანგი (დორტმუნდი), დი სანტო (ვერდერი); 11 - ბელარაბი (ლევერკუზენი), სონი (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური
17 აპრილი:
აინტრახტი-გლადბახი

18 აპრილი:
დორტმუნდი-პადერბორნი, ლევერკუზენი-ჰანოვერი, ჰოფენჰაიმი-ბაიერნი, ჰერტა-კიოლნი, ფრაიბურგი-მაინცი, აუგსბურგი-შტუტგარტი

19 აპრილი:
ვერდერი-ჰამბურგი; ვოლფსბურგი-შალკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული