ოფიციალურად: იურგენ კლოპი "დორტმუნდს" ზაფხულში დატოვებს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ დაადასტურა, რომ 2015/16 წლების სეზონში გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე ვატცკემ იურგენ კლოპთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

ხელშეკრულება, რომლის ვადა 2018 წლამდე გრძელდებოდა, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

"იურგენ, "ბორუსიის" მარადიული მადლიერება შენთან არის. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ მეგობრობას შევინარჩუნებთ", - თქვა ვატცკემ.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი დორტმუნდელებს სათავეში 2008 წელს ჩაუდგა და გუნდთან ერთად ორჯერ გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი და გერმანიის ორი სუპერთასი მოიგო.

კლოპის შემცვლელად ტომას
ტუხელს მოიაზრებენ, რომელსაც დორტმუნდელები წელიწადში 5 მილიონ ევროს გადაუხდიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დორტმუნდის აღმასვლა დამთავრებულია კლოპის წასვლის შემდეგ,კლოპს ეკავა და ათამაშებდა დორტმუნდს
0
სად მიდიხარ ..., თუ წახვალ მხოლოდ ბავარიაში
აუ ჩემი
19:10 15-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული