ბუნდესლიგა. XXX ტური: "მაინცმა" შტეფან ბელის დუბლით "შალკეს" მოუგო

AutoSharing Option
24 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგის XXX ტური მაინცში გამართული ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა გეზენკირხენის "შალკე" ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

"კოფას-არენაზე" ანგარიში 28 წუთზე შტეფან ბელმა გახსნა, რომელმაც სამი წუთის შემდეგ დუბლი მიითვალა.

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში "შალკე" 42 ქულით მეხუთე ადგილზეა, "მაინცი" კი, რომლის აქტივში 37 ქულაა, მერვე პოზიციას იკავებს.

ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ, 25 და 26 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: "ბაიერნის" ტიტულის მოლოდინში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული